ვაკო ყაზაიშვილი: "ვიტესში" გატარებული 5 წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე მომინდა თამაში

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა და ვარშავის "ლეგიას" ახალწვეულმა ვაკო ყაზაიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან ავსტრიასთან მოახლოებულ მატჩზე და მის ტრანსფერზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს ჩვენი ნაკრები 5 სექტემბერს "დინამო არენაზე" ავსტრიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

"ჩემი აზრით, როგორც ფიზიკურად, ისე სხვა კუთხითაც ავსტრიასთან სათამაშოდ მზად ვართ. მოედანზე მოსაგებად გავალთ. მეტოქე ძალიან ძლიერია, ევროპის ჩემპიონატზეც კარგად წარმოაჩინა თავი, თუმცა ეს ფეხბურთია და ბრძოლით ყველაფერია შესაძლებელი...

"ვიტესში" გატარებული 5 წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე მომინდა თამაში. როგორც კი მომეცა ამის შანსი,
არც დავფიქრებულვარ, ისე დავთანხმდი. საჩემპიონო გუნდში ვარ, რომელსაც ყოველ წელს ჩემპიონთა ლიგაზე შეუძლია თამაში.

სათამაშო დრო მექნება. ყველამ კარგად მიმიღო. ყველანაირად მზად ვარ და ვითამაშებ, თანაც, თუ კონკურენციაზე ვისაუბრებთ, ჩემი პოზიციის ფეხბურთელი, ონდრეი დუდა გაყიდა გუნდმა", - განაცხადა ყაზაიშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ეს ბიჭიგამოირჩევა სხვებიზგან წესიერებით რეჟიმის დაცვით ასე რომ კრამიტებს დაამტვრევს ფიქრი ნუ გაქვს
გელა
02 სექტემბერი 2016 08:57
0
ჟორდანია რომ არ გაეშვათ ვიტესიც იქნებოდა ლიგაზე
merab
02 სექტემბერი 2016 08:48
0
რა უცნაური ხალხი ვართ თან გვინდა ნაკრებმა გაგვახაროს და რო აგებს ვლანძღავთ ეს რა ქნეს, პოლონეთთან, როგორ წააგეს სამარცხვინოაო თან ფეხბურთელების დონეზე "ვღადაობთ", თუ ასეთი ცუდები არიან და სასაცილოები მაშინ ნუ ვთხოვთ მოუგონ მსოფლიოს კლასიფიკაციის ოცეულში შემავალ კლუბებს ჩვენს დონეზე ჩამოვყალიბდეთ
me
02 სექტემბერი 2016 08:17
0
ასე რამ გაგვაბოროტა,რა გვჭირს.
9999999999999
02 სექტემბერი 2016 06:49
0
"კრამიტები არ დაამტვრიო ჩემპიონთა ლიგაზე" - ამ სიტყვების ავტორს ნამუსი აქვს? არიან ადამიანები, რომელთა საქმე მხოლოდ სიბინძურის ფრქვევაა! მეტი არ შეუძლიათ და იმიტომ.
Shoda
01 სექტემბერი 2016 23:25
0
კრამიტები არ დაამტვრიო ჩემპიონთა ლიგაზე
დაბალი დონე
01 სექტემბერი 2016 20:07
0
ვაკო ღმერთმა ხელი მოგიმართოს, გაიხარე და გაგვახარე.
gizog
01 სექტემბერი 2016 17:38
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული