ვაკო ყაზაიშვილი: "ვიტესში" გატარებული 5 წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე მომინდა თამაში

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა და ვარშავის "ლეგიას" ახალწვეულმა ვაკო ყაზაიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან ავსტრიასთან მოახლოებულ მატჩზე და მის ტრანსფერზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს ჩვენი ნაკრები 5 სექტემბერს "დინამო არენაზე" ავსტრიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

"ჩემი აზრით, როგორც ფიზიკურად, ისე სხვა კუთხითაც ავსტრიასთან სათამაშოდ მზად ვართ. მოედანზე მოსაგებად გავალთ. მეტოქე ძალიან ძლიერია, ევროპის ჩემპიონატზეც კარგად წარმოაჩინა თავი, თუმცა ეს ფეხბურთია და ბრძოლით ყველაფერია შესაძლებელი...

"ვიტესში" გატარებული 5 წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე მომინდა თამაში. როგორც კი მომეცა ამის შანსი,
არც დავფიქრებულვარ, ისე დავთანხმდი. საჩემპიონო გუნდში ვარ, რომელსაც ყოველ წელს ჩემპიონთა ლიგაზე შეუძლია თამაში.

სათამაშო დრო მექნება. ყველამ კარგად მიმიღო. ყველანაირად მზად ვარ და ვითამაშებ, თანაც, თუ კონკურენციაზე ვისაუბრებთ, ჩემი პოზიციის ფეხბურთელი, ონდრეი დუდა გაყიდა გუნდმა", - განაცხადა ყაზაიშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ეს ბიჭიგამოირჩევა სხვებიზგან წესიერებით რეჟიმის დაცვით ასე რომ კრამიტებს დაამტვრევს ფიქრი ნუ გაქვს
გელა
08:57 02-09-2016
0
ჟორდანია რომ არ გაეშვათ ვიტესიც იქნებოდა ლიგაზე
merab
08:48 02-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული