Sportowe Fakty: რა ეგონა მწვრთნელს, ვაკო ყაზაიშვილი ლეო მესია?

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაზე "დორტმუნდთან" 0:6 მარცხის შემდეგ პოლონურმა მედიამ კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარა ვარშავის "ლეგიას" კოსოვოელი მწვრთნელი ბესნიკ ჰასი და ფეხბურთელთა დიდი ნაწილი.

- F ჯგუფი: ვაკო ყაზაიშვილის დებიუტი და განადგურებული "ლეგია" [VIDEO]

ჟურნალისტებმა და ფანებმა ნაკლებად გააკრიტიკეს ვაკო ყაზაიშვილი, რომელიც აქტიურობდა მისთვის სადებიუტო მატჩში. თუმცა განსხვავებული მოსაზრებაც არსებობს, Sportowe Fakty-ის მესვეტე დარიუშ ტუზიმეკი მწვრთნელს სწორედ ვაკოს დაყენებისთვის აკრიტიკებს.

"პირველივე მატჩში ვაკო ყაზაიშვილის დაყენებაც ჰასის გადაწყვეტილებათაგან მორიგი შედევრია. ჯერ არ მინახავს მწვრთნელი, რომელსაც საათების წინ მიღებული ფეხბურთელი ეგრევე მნიშვნელოვან თამაშში ჩაერთოს.

რას
ფიქრობდა მისტერ ბესნიკი, ვაკო მესია? ის მარტო გაუმკლავდებოდა "ბორუსიას" დაცვას? ყაზაიშვილი კარგი ფეხბურთელია, ის ალბათ, ლიგაშიც წარმატებული იქნება, მაგრამ მისი წარმოჩენა ასეთი სახით მიუღებელია".

ბესნიკ ჰასის "ლეგიადან" დღე-დღეზე გაათავისუფლებენ, ამტკიცებს იგივე პოლონური გამოცემა, თუმცა თავად მწვრთნელი ამბობს, რომ მას კლუბის ხელმძღვანელობის მხარდაჭერა აქვს.

ბესნიკ ჰასი აქამდე "ანდერლეხტს" წვრთნიდა. სხვათა შორის, ქართული ფეხბურთის ქომაგებს ის უნდა ახსოვდეს - ევრო 2004-ის შესარჩევ მატჩში სწორედ მან დააწინაურა ალბანეთის ნაკრები ჩვენთან შეხვედრაში, საბოლოოდ, კი ალბანეთმა ის თამაში 3:1 მოიგო.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მე ვიყურე ეს თამაში და ერთადერთი კაცი ვინც თამაშობდა ვაკო იყო, მეორე შეიძლება კიკინიანი თავდამსხმელი.სხვა გუნდი საერთოდ არ ვარგა.
0
ლეგია თუ ფარჩაკია ვაკოს ბრალია? ვაკო რომ არ დაეყენებინა დორტმუნდს მოუგებდა ხო? ეჰ რა ღრმად აქვთ ჩარჩენილი 1939 წლის მერე ამ პოლონელებს!!!
musenbazi
20:14 16-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული