"ურალის" გულშემატკივრებმა გიორგი ჭანტურია "ტომთან" მატჩში საუკეთესოდ აღიარეს

AutoSharing Option
"ურალის" გულშემატკივრებმა გიორგი ჭანტურია რუსეთის პრემიერლიგის მე-9 ტურში, სტუმრად "ტომთან" ჩატარებულ მატჩში, თავიანთი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

გამოკითხვა "ურალის" ოფიციალური საიტის ფორუმზე გაიმართა და სასიხარულოა, რომ ჭანტურიამ თვალშისაცემი უპირატესობით მოიგო.

"ტომთან" შეხვედრაში ქართველმა თავდამსხმელმა თამაში სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო. კუთხურიდან მისი ჩაწოდების შემდეგ კი "ურალმა" გოლი გაიტანა და ქულა მოიპოვა - 1:1.

- ლეგიონი: გიორგი ჭანტურიას კუთხურმა "ურალს" ქულა გადაურჩინა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
ჭანტურია როგორც იქნა ფორმაში შედის, მას კიდევ ბევრი შეუძლია მაგრამ ნაკრებში არ დაუძახეს,მაშინ უძახოდენ როცა ფორმაში არ იყო და ახლა არ გამოიძახეს,ეს მწვრთნელის დიდი შეცდომაა.
bebeto
04 ოქტომბერი 2016 14:57
0
აბა სწორია ახლა ბატონი ვაისის საქციელი?..რომელი ყავს ამაზე უკეთესი თავდასხმაში?
murtalo
03 ოქტომბერი 2016 23:19
0
ურალი და ტომი კი არა, იქნებ რაიმე კიდე უფრო საინტერესო ლიგაში და გუნდებში გავყიდოთ, მაგალითად ლესოტოს მესამე ლიგის გუნდში და მერე ნახეთ თქვენ საუკეთესო ფეხბურთელად დასახელება
ვაშააა
03 ოქტომბერი 2016 20:38
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული