ის სიმბოლურში დაცვის ცენტრში მეწყვილე ევგენი მარტინენკოსთან ერთად მოხვდა:
"ამ წყვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ "ჩერნომორეცის" მეკარეს მინიმალური სამუშაო ჰქონოდა. ფაქტობრივად, ამ თვეში მხოლოდ "დნიპრომ" შექმნა რამდენიმე მომენტი ოდესელთა კართან. სხვა მატჩებში კი ასეთებს საერთოდ ვერ ვიხსენებთ", - წერს გამოცემა.
ხოჭოლავას "ჩერნომორეცი" 17 ქულით მე-4 ადგილზეა. ამ გუნდში კიდევ ერთი ქართველი ირიცხება, გიორგი გადრანი, მაგრამ იგი ტრავმის შემდეგ დუბლებში თამაშობს.