ნიკა ძალამიძით პოლონური "გორნიკი" დაინტერესდა

AutoSharing Option
პოლონური მედიის (Przeglad Sportowy, WP SportoweFakty) ცნობით, ნიკა ძალამიძე, რომელიც ამჟამად უგუნდოდაა, შესაძლოა, ისევ პოლონეთში დაბრუნდეს.

ექსტრაკლასას ერთ-ერთი აუტსაიდერი ლენჩნას "გორნიკი" ორი ფეხბურთელით გაძლიერებას აპირებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი ძალამიძეა.

გუნდის თავკაცმა ანდჟეი რიბარსკიმ დაადასტურა, რომ ერთ-ერთი ფეხბურთელი არაევროკავშირელია, რაც პრობლემაა, თუმცა გუნდს ახლა ერთი ასეთი ფეხბურთელი დიდი ხნით გამოაკლდა ტრავმის გამო. ასე რომ, ტექნიკურად "გორნიკს" შეუძლია ძალამიძის დამატება.

ნიკამ ოთხ სეზონზე მეტი გაატარა პოლონეთში: "ვიძევსა" და "იაგელონიაში", სადაც პერიოდულად ჰქონდა გაბრწყინებები, თუმცა ამას ხშირად ტრავმები მოჰყვებოდა ხოლმე. ბოლო სეზონი მან "რიზესპორში"
გაატარა, სადაც მხოლოდ 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა. სექტემბერში ძალამიძე თავისუფალი აგენტი გახდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული