ნიკა ძალამიძე ლენჩნას "გურნიკის" ფეხბურთელი გახდა

AutoSharing Option
ნიკა ძალამიძემ ლენჩნას "გურნიკის" ფეხბურთელი გახდა, ამის შესახებ ექსტრაკლასას კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაცხადა.

ძალამიძემ სეზონის ბოლომდე გააფორმა ხელშეკრულება პოლონურ კლუბთან.

"მოხარული ვარ, რომ დავბრუნდი და შანსი მომეცა. ჩემი მიზანია, ვიბრძოლო ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრებისთვის. "გურნიკი" კარგი გუნდია და ყველაფერს გავიღებ მის დასახმარებლად", - განაცხადა ძალამიძემ.

24 წლის ქართველი მეორედ მიბრუნდა პოლონეთში და მესამე პოლონური გუნდის წევრი გახდა "ვიძევისა" და "იაგელონიას" შემდეგ. შეგახსენებთ, რომ "რიზედან" წასვლის მერე, ძალამიძე თავისუფალი აგენტი იყო.

"გურნიკი" ამჟამად 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-14 ადგილზეა. შეგახსენებთ, რომ პოლონურ ექსტრაკლასაში თამაშობენ:
გიორგი მერებაშვილი
(პლოცკი), ლაშა დვალი (შლიონსკი) და ვაკო ყაზაიშვილი (ლეგია).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული