საქართველოს ჯიბრში არ ვუდგებით - რუსეთის ნაკრების მწვრთნელი ჯიქიას გამოძახებაზე

AutoSharing Option
პერმის "ამკარის" მცველის, გიორგი ჯიქიას რუსეთის ეროვნული გუნდის შეკრებაზე გამოძახების შესახებ ნაკრების თავკაცმა სტანისლავ ჩერჩესოვმა განმარტება გააკეთა. მწვრთნელის თქმით, 22 წლის მცველის შეკრებაზე მიწვევა არ უკავშირდება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ცოტა ხნის წინ გამჟღავნებულ ინტერესს, რუსეთის მოქალაქეობის მქონე ჯიქია საქართველოს ნაკრებში ათამაშოს.

შეგახსენებთ, რომ 1-ელ ნოემბერს რუსეთის საფეხბურთო კავშირის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ქვეყნის ეროვნულ გუნდში გამოძახებულ ფეხბურთელთა 24-კაციანი სია, რომლებიც ყატარსა და რუმინეთთან ამხანაგური მატჩებისთვის მოემზადებიან. შეკრებაზე გამოძახებულია ჯიქიაც, რომელიც მართალია, განაცხადში არაა, მაგრამ გუნდთან ერთად მოემზადება და შესაძლოა, ამხანაგურ მატჩებშიც
ითამაშოს.

- რუსებმა დაგვასწრეს - გიორგი ჯიქია რუსეთის ნაკრების შეკრებაზეა გამოძახებული!
- "ამკარის" გენ-დირექტორი: გიორგი ჯიქიას რუსეთის ნაკრებში თამაში სურს!

"ის ნაკრებში იმის გამო არ გამოგვაძახებია, რომ მის მიმართ დაინტერესება საქართველოში გამოხატეს. ჯიქია გაფართოებული შემადგენლობის სიაში პირველივე დღიდან გვყავდა.

არც ვიცოდი, საიდან იყო ის წარმოშობით და სხვასაც თუ ჰქონდა მისი ნაკრებში მიწვევის სურვილი. ჩვენ სიას ისე ვადგენთ, არც არავის ვეჯიბრებით და არც მომავალში ვაპირებთ, ჯიბრში ჩავუდგეთ.

ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი თავად ფეხბურთელის გადასაწყვეტია - მას აქვს უფლება, 10 ამხანაგური მატჩი ჩაატაროს და შემდეგ წავიდეს სხვა ნაკრებში", - თქვა ჩერჩესოვმა რუს ჟურნალისტებთან.

მომზადებულია ТАСС-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 11 /
ვედრო მანეტად რომ იყოს ასეთი ბიჭები, დღეს არ ვიქნებით რეიტინგში ფსკერთან ახლოს, ძალიან კარგი იქნება თუ ჩვენი ფეხბურთის ჩინოვნიკები ივაჟკაცებენ და არ დაუთმობენ რუსებს ამ მართლ ძალიან პერსპექტიულ ფეხბურთელს.
ბიჭს რო მოღალატედ აცხადებთ, მოგისმენიათ მისი კომენტარი ამასთან დაკავშირებით? რუსეთის მოქალაქეობას რომ დალხენილი ცხოვრების გამო არ მიიღებდა ხო გასაგებია და რუსეთის მოქალაქე რომ ნაკრებში გამოიძახეს რა გასაკვირია?... ახლა ჯერი ჩვენებზეა და მაგის სურვილზეც რა თქმა უნდა, მარა რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ,,კლავიატურის ლომების" გასალანძღი მაინც არაა.
Irakli apkhaidze
02 ნოემბერი 2016 13:07
0
Shen genacvale, saamayo qartvelo!
Tornike
02 ნოემბერი 2016 11:11
0
ძნელია იყო ქართველი. განა იმისთვის უნდა იარსებო რომ მადლობები გიხადონ შენი არჩევანისთვის, არსებობისთვის... მადლიერება, პატივისცემა, პასუხისმგებლობა. მიხვდები ასე 20-25 წლის შემდეგ და გაგტანჯავს ცხოვრების ბოლომდე, ხოლო თუ არა მაშინ მიდი, მიდი და მიდი, არც პირველი ხარ და არც უკანასკნელი, სათლი ლარად (ვედრა მანეთად) არიან შენისთანა ქართველები აქვე, საქრათველოში. მიდი ჩემი ბიჭი მიდი....... არ ინანო, არ გაბედო!!!
წადი წადი და ა.შ.
01 ნოემბერი 2016 23:03
0
წარმატებები, რუსები ოხონდ საქართველოსკენ არ გაიხედოს და ერთხელ ატამაშებენ, მერე კი ვაბშე არ გამოძახებენ. ჯობია კარგად დაფიქრდეს
ლევან
01 ნოემბერი 2016 22:42
0
კაცს არ უნდა ჩვენთან თამაში, ან უნდა და არ შეუძლია. თავის საქმის თვითონ იცის... შეეშვით
რეზო
01 ნოემბერი 2016 21:30
0
რა გინდათ მაგ ბიჭთან, რავა მიეცით შანსი და უარი გითხრათ? რავა ჩვენი ფეხბურთის მამებთან ქონდა რამე პრასვეტი? თუ დაუფასებდა ვინმე?
ლეო
01 ნოემბერი 2016 19:01
0
მე როგორც ერთი რიგითი ქართველი დიდსულოვნებას გამოვიჩენ და შემებრალები, ესე რამ უნდა გაგამწაროს ადამიანი რო მთელი ერი მოღალატედ შერაცხო.. :))
Qartveli - ს ნიკით მწერალს
01 ნოემბერი 2016 18:55
0
მაინც ყველა ქართველი მოღალატე ხართ ერით მეტი ან აერთით ნაკლები არაფერს შეცვლის თქვენში
qartveli
01 ნოემბერი 2016 18:40
0
აგვიხსნეს ზრდილობიანად საქმის ვითარებმა,ჩვენ კიდე ვიგინებით და ვიფურთხებით. როცა საკმის ვითარება არ ვიცით, ჯიქია მოღალატედ შევრაცხეთ
soso
01 ნოემბერი 2016 18:30
0
ერთხელ გათAმაშებენ და გამოგაგდებენ, და დარჩები სამუდამოდ ნაკრების გარეშე. რათ უნდა ლაპარაკი რო საქართველოს ნაკრებში მოხვედრის შანსი უფრო აქვს ვიდრე რუსეთის
beso
01 ნოემბერი 2016 18:25
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული