როგორც kurierlubelski.pl წერს, ამის მიზეზი ნიკას ყოფილი გუნდი "რიზეა". მართალია, ძალამიძე თავისუფალი აგენტის სტატუსით მივიდა "გურნიკში", მაგრამ ჩემპიონატში დასარეგისტრირებლად მას "რიზედან" გათავისუფლების ფურცელი სჭირდება, რასაც თურქული მხარე აყოვნებს.
"ეს, ჩვეულებრივ, 2-3 დღის პრობლემაა, მაგრამ შეიძლება გაიწელოს, თუ მეორე მხარეს არსად ეჩქარება. ჩვენი მხრიდან ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს ფორმალობა მალე დასრულდეს", - განაცხადა "გურნიკის" თავკაცმა ანდჟეი რიბარსკიმ. "ნიკა ძალიან კარგი ფეხბურთელია. დარწმუნებული ვარ,
პოლონური წყაროს ცნობით, ძალამიძეს აქვს შანსი, რომ უკვე კვირას ითამაშოს კრაკოვის "ვისლას" წინააღმდეგ შეხვედრაში.