გიორგი ჭანტურიას გუნდ "ურალს" ახალი მთავარი მწვრთნელი დაუნიშნეს

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის კლუბ "ურალს", რომლის ღირსებას საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ჭანტურია იცავს, ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - ალეკსანდრ ტარხანოვი. 62 წლის რუსი სპეციალისტი გუნდთან მუშაობას უახლოეს მომავალში შეუდგება.

ტარხანოვს "ურალში" მთავარ მწვრთნელად 2013-15 წლებშიც უმუშავია, თანამდებობის დატოვების შემდეგ კი კლუბის პრეზიდენტის მრჩეველი იყო.

ბოლოს ჭანტურიას გუნდს ვადიმ სკრიპჩენკო წვრთნიდა, რომელმაც თანამდებობა ბოლო ტურში შინ "ტერეკთან" 1:4 წაგებული მატჩის შემდეგ დატოვა. ამჟამად გუნდს 9 ქულა აქვს და ცხრილში მე-13 ადგილი უკავია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი ადამიანია დასპეციალისტიც.ქართველ ფეხბურთელებტან ნამუსჰევარიაქვს და იმედია ტრადიციებს არ უღალატებს
jojo
06:03 04-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული