ნიკა ძალამიძეს პოლონეთის ჩემპიონატში თამაშის უფლება მისცეს

AutoSharing Option
პოლონური მედიის ცნობით, როგორც იქნა, თურქულმა მხარემ საჭირო საბუთები გააგზავნა პოლონეთში და ნიკა ძალამიძეს "გურნიკში" დებიუტის უფლება მიეცა.

ქართველმა ნახევარმცველმა პოლონეთის ჩემპიონატის ორი ტური "რიზეს" გამო გააცდინა, რადგან თურქულმა კლუბმა საჭირო საბუთების გაგზავნა დააგვიანა.

კვირას "გურნიკი" კრაკოვის "ვისლას" ეთამაშება და ამ შეხვედრაში დიდი ალბათობით, ნიკას დებიუტიც შედგება მისთვის მესამე პოლონურ გუნდში ("ვიძევისა" და "იაგელონიას" შემდეგ).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული