"ამჟამად ინდივიდუალურად ვვარჯიშობ, სამშაბათიდან კი გუნდს შევუერთდები. პირველ ეტაპზე, "სევილია ბ"-სთან ერთად ვივარჯიშებ, შემდეგ კი ვნახოთ რა და როგორ იქნება. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად სწრაფად მოვახერხებ ფორმაში შესვლას", - გვითხრა ფეხბურთელმა.
შეგახსენებთ, რომ აბურჯანია ავსტრიასთან მატჩისთვის ეროვნულ ნაკრებში იყო გამოძახებული, თუმცა ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო გუნდი ნაადრევად დატოვა. ფეხბურთელს ვარჯიშზე ზედა კუნთი გაუწყდა.