ლევან მჭედლიძეს კუნთის საშუალო სიმძიმის დაზიანება დაუდგინდა

AutoSharing Option
pianetaempoli.it-ის ინფორმაციით, "ემპოლის" სამედიცინო შტაბმა შეამოწმა ქართველი ფორვარდის, ლევან მჭედლიძის მდგომარეობა და კუნთის საშუალო სიმძიმის  დაზიანება დაადგინა.

მჭედლიძე იტალიაში 17 ნოემბერს დაბრუნდა. შეგახსენებთ, რომ მან ტრავმა ეროვნული ნაკრების შეკრებაზე მიიღო, რის გამოც მოლდოვასთან მატჩი გამოტოვა.

ექიმთა დასკვნით, მჭედლიძე კვირას ტოსკანურ დერბიში "ფიორენტინას" წინააღმდეგ მონაწილეობას არ მიიღებს, მერე კი უფრო დეტალურად გაირკვევა, რამდენ ხანს მოუწევს უქმობა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
არიქა რამე რო დაემართოს რა ეშველება ნაკრებს.სად ნახეთ მაგის რამე გაკეთებული?ან გატანილი გოლი ან დარტყმა კარში ან მოტყიება ან თავით თამაში.დარბის არკაშას ცხენივით უაზროდ
გოგა
10:57 19-11-2016
0
არა უშავს ლევან,იმედია მალე აღიდგენ ფორმას.
სოსო
23:40 18-11-2016
0

სიახლეები პოპულარული