გიორგი ჭანტურიას ოპერაცია სჭირდება და ფეხბურთს დიდი ხნით ჩამოშორდება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ურალის" ნახევარმცველი გიორგი ჭანტურია ფეხბურთს ხანგრძლივი დროით ჩამოშორდა. ამის მიზეზი ტრავმაა, რომელიც ფეხბურთელმა რუსეთის პრემიერლიგის მე-15 ტურში, "ლოკომოტივთან" (1:1) მიიღო.

სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ დადგინდა, რომ ჭანტურიას მუხლის მყესები აქვს დაზიანებული და უახლოეს მომავალში ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს. წინასწარი ინფორმაციით, გიორგის გამოჯანმრთელებას ექვს თვემდე პერიოდი დასჭირდება. ამის შესახებ "ურალის" პრესსამსახური იუწყება.

გიორგი ჭანტურიამ მიმდინარე სეზონში რუსეთის პრემიერლიგის 12 მატჩში ითამაშა, გაიტანა 2 გოლი და შეასრულა ერთი საგოლე გადაცემა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
"უფასო ყველი მარტო სათაგურშია" - რუსეთში გარბიან დიდი ფულისთვის,არადა სიცივეში თამაში არის ერთ-ერთი რისკი ტრამვისათვის! სასურველ დროს ნაკრებისთვის, ალბათ რუსეთში მოთამაშე არცერთი ქართველი არ იქნება ფორმაში და მწყობრში...
ხაფანგი
13:48 29-11-2016
0
ბაჯო რეებს ამბობ?... თუ მართლა ეგრე ფიქრობ არ დაწერო მაინც...
Irakli apkhaidze
13:57 29-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული