ბოლო დროს კაჭარავა მართლაც შესანიშნავ ფორმაშია და ხშირად გააქვს გოლები. ასე იყო "არისთან" შეხვედრაში, რომელიც ნიკამ მაღალ დონეზე ჩაატარა და დუბლი შეასრულა. სხვათა შორის, ამ მატჩს საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი თემურ ქეცბაია დაესწრო...
- ლეგიონის უქმეები: ნიკა კაჭარავას დუბლი, შოთა არველაძის უმძიმესი საღამო [VIDEO]
- ლეგიონის უქმეები: სუპერკაჭარავა - ქართველის პოკერი კვიპროსზე [VIDEO]
გეხსომებათ, "ცხინვალში" წარმატებული ასპარეზობის შემდეგ კაჭარავამ კარიერა რუსული პრემიერლიგის ბინადარ "როსტოვში" გააგრძელა, თუმცა ყურბან ბერდიევის გაწვრთნილ გუნდში მას სათამაშო პრაქტიკა აკლდა. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ფორვარდმა კარიერის გაგრძელება კვიპროსულ კლუბში. როგორც აღმოჩნდა, ეს მართებული ნაბიჯი იყო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"