11:32 08-12-2016
ბუცების კვალი ახლაც მეტყობა - დავით ჯანელიძეს აზერბაიჯანში კარატეს ილეთი ჩაუტარეს [VIDEO]
AutoSharing Option
გულიევი მოედნიდან გააძევეს. გარდა ამისა, ის 7-მატჩიანი დისკვალიფიკაციითაც დაისაჯა.
აზერბაიჯანელმა მცველმა მომხდართან დაკავშირებით ასეთი კომენტარი გააკეთა: "მან მთხოვა, კიდევ ერთ გოლს ხომ არ გაუშვებდითო? შეიძლება, მისი თხოვნა ფსონებს უკავშირდებოდა".
ახლა გავეცნოთ ჯანელიძის კომენტარს:
"იმ შეხვედრაში მინდორზე მხოლოდ 12 წუთი გავატარე და გოლის გატანა მინდოდა. ბოლო მატჩებში ძირითადად სათადარიგოთა შორის ვარ და ჩემი მიზანი მწვრთნელისათვის იმის დამტკიცება იყო, რომ მეტ სათამაშო დროს ვიმსახურებ. და რა არის ცუდი იმაში, რომ გოლის გატანა მინდოდა?!
დიდი ხანია, ფეხბურთს ვთამაშობ და ასეთი უხეშობა არასოდეს მინახავს. გულიევის ბუცების კვალი ახლაც მეტყობა.
საინტერესოა, რომელ ფსონებზე ლაპარაკობს? ძალიან გამიკვირდა. ჩვენ 4:0-ს ვიგებდით და, მგონი, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ კიდევ გვინდოდა გატანა. სეზონში მხოლოდ 5 გოლი გვქონდა გატანილი და იყო შანსი, ამდენივე გაგვეტანა ერთ მატჩში.
გამოიძიოს აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციამ მომხდარი და ცხადი გახდება, რომ გულიევმა ყველაფერი მოიგონა".
ჯანელიძე 27 წლისაა. მას არაერთ ქართულ ("ზესტაფონი", "ამერი", "მეტალურგი", "ტორპედო") და უცხოურ ("ტრანზიტსი", "ოლიმპსი", "სუვალკი", "თურანი", "ნეფტჩალა", "არაზი") გუნდში უთამაშია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
რა შუაშია აქ რაგბის და ფეხბურთის შედარება? რამდენი ამაზე უარესი მინახავს რაგბში რო მომხდარა? ძირს დაცემულს მუშტს რო ურტყავენ სახეში ... თუ ეგ კაცურ რამედ ითვლება და ეს კიდე არასპორტულად?
0
0
მე-ს ძალიან გეშლება და აქ არც ფეხბურთის და რაგბის შედარება სწორი...
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
უძრავი ქონება
79.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული