როგორც ფოტოდან ჩანს, ქირურგიულმა ჩარევამ კარგად ჩაიარა. ფეხბურთელის დედამ, ქალბატონმა თათა ახობაძემ, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ გიორგი ხუთ თვეში სრულ მზადყოფნაში იქნება. ეს კი მაისისთვის უწევს და სამწუხაროა, რომ სეზონის ფინიშს ემთხვევა.
შეგახსენებთ, რომ "ურალის" ქართველმა შემტევმა ტრავმა მოსკოვის "ლოკომოტივთან შეხვედრაში მიიღო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"