შეგახსენებთ, პერსპექტიული ქართველი თავდამსხმელი ამ ცოტა ხნის წინ კიევის "დინამოში" ისინჯებოდა და იქიდან საბოლოო პასუხს ელის. ვნახოთ, როგორ დასრულდება არაბულის მანჩესტერული ვიზიტი და სად გააგრძელებს იგი კარიერას.
როგორც საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კობა ჟორჟიკაშვილმა გვითხრა, მადრიდში გამართულ ესპანელ და ქართველ 17-წლამდელთა მატჩებს ადგილობრივი და ევროპის სხვა წამყვანი საფეხბურთო ქვეყნებიდან ჩასული სელექციონერები დაესწრნენ. ასე რომ, მალე შესაძლოა, ჩვენი ნაკრების სხვა წევრებმაც მიიღონ საინტერესო შეთავაზებები
.