"ანჟის" შემადგენლობაში ქართველთაგან მხოლოდ ნუკრი რევიშვილმა ითამაშა, რომელმაც მოედანზე 90 წუთი გაატარა. ეს "ანჟის" სახელოვანი ახალწვეულის, რობერტო კარლოსის პირველი ოფიციალური მატჩი იყო ახალი კლუბის შემადგენლობაში.
პირველი ტაიმის დასრულებისთანავე "ანჟის" თავკაცმა გაჯი გაჯიევმა მსაჯის ქმედებებით უკმაყოფილება გამოთქვა, მასთან პოლემიკაში ზენიტელი კოლეგა ლუჩანო სპალეტი ჩაერთო და გაჯიევისგან ფერდში მუჯლუგუნი მიიღო.