ლევან მჭედლიძე: ახლა უფრო მეტის გაკეთება შემიძლია

AutoSharing Option
ლევან მჭედლიძემ "კალიარისთან" მატჩში დუბლი შეასრულა და მაშინვე იტალიური სპორტული მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა. ჩვენებური რამდენიმე გამოცემამ დაასახელა ტურის სიმბოლურ ნაკრებში, ხოლო მთავარმა სპორტულმა გაზეთმა Gazzetta dello Sport-მა მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

- ბევრი რამ შეიცვალა ბოლო წლებში - ახლა უფრო სტაბილურად ვთამაშობ, ფიზიკურად კარგად ვარ და ცხოვრებისეულადაც დავმშვიდდი. ახლა მოედანზე კიდევ უფრო მეტის გაკეთება შემიძლია, რაც ადრე, როცა თავს ბედნიერად არ ვგრძნობდი, შეუძლებელი იყო. აქამდე ბოლომდე დაღვინებული არ ვიყავი, ეს კი ჩემს თამაშზეც აისახებოდა.

- "პალერმოდან" საშობაო არდადეგებზე გაეთავისუფლეთ და
უკან აღარ დაბრუნებულხართ...
- მაშინ დელიო როსისთან დიდი უთანხმოება მქონდა. ის არ მაკარებდა პირველ გუნდს და მოედნის გარეთაც ისე მექცეოდა, როგორც უკანასკნელ ადამიანს გუნდში, ყველაზე უსარგებლო ნივთს. ვიფიქრე, რომ 2010 წლის იანვრიდან უნდა წავსულიყავი. ამიტომაც დავრჩი საქართველოში, რასაც ჩემი გუნდიდან ჩამოშორება მოჰყვა, თუმცა მე ჩემი ობიექტური მიზეზები მქონდა.

- რა იყო "პალერმოს" დირექტორ ვალტერ საბატინისთან მუშაობის ყველაზე დიდი იმედგაცრუება?
- ვწუხვარ, მე ის ბრწყინვალე ლიდერად მიმაჩნია, მაგრამ იმ დროს არაფერი გამოსდიოდა და არც სამართლიანად იქცეოდა. ამიტომაც დავბრუნდი "ემპოლიში", კლუბში, რომელშიც მუდამ სჯეროდათ ჩემი.

- თქვენ ბოლო მატჩებში შემადგენლობიდან ჯილარდინო და მაკარონე ამოაგდეთ...
- ჯოვანი მარტუშელო იმას ათამაშებს, ვინც იმ მომენტში უკეთეს ფორმაშია. ეს მისი მუშაობის პრინციპია. ამის გამო მეც ვეგუებოდი, როცა სათადარიგოთა სკამზე მამწესებდა. მზად ვარ ბრძოლისთვის, ჯერ არაფრისთვის მიმიღწევია.

- როგორც ჩანს, ბოლოს და ბოლოს "ემპოლი" ათამაშდა...
- მეც ასე ვფიქრობ, ჩვენ დავამარცხეთ "კალიარი", ეს იყო მნიშვნელოვანი გამარჯვება. ასე უნდა გავაგრძელოთ, რომ ადგილი შევინარჩუნოთ ელიტაში.
მკითხველის კომენტარები / 3 /
კიდე გაიტანაა :D :D :D /// თითო თამაშში თითო გოლი :D
Vasili
01:09 21-12-2016
0
წარმატებები ლევან!სერბებთან ,,დუბლით,,გაგვახარე გულშემატკივრები)
ზაზა
21:56 20-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული