როგორც ფეხბურთელის აგენტმა იური დანჩენკომ გამოცემა SportArena-ს განუცხადა, ხოჭოლავას შეძენით "როსტოვი" და ერთ-ერთი უკრაინული გრანდი არიან დაინტერესებულნი, თუმცა კონკრეტული კლუბი არ დასახელებულა.
ხოჭოლავა ოდესის "ჩერნომორეცში" თავისუფალი აგენტის სტატუსით 2015 წლის ზაფხულში, ქობულეთის "შუქურადან" გადაბარგდა. მიმდინარე სეზონში 23 წლის მცველმა 16 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.