დავით ხოჭოლავათი "როსტოვი" და უკრაინული გრანდი ინტერესდებიან

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ოდესის "ჩერნომორეცის" მცველი დავით ხოჭოლავა, შესაძლოა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სხვა კლუბში გადავიდეს.

როგორც ფეხბურთელის აგენტმა იური დანჩენკომ გამოცემა SportArena-ს განუცხადა, ხოჭოლავას შეძენით "როსტოვი" და ერთ-ერთი უკრაინული გრანდი არიან დაინტერესებულნი, თუმცა კონკრეტული კლუბი არ დასახელებულა.

ხოჭოლავა ოდესის "ჩერნომორეცში" თავისუფალი აგენტის სტატუსით 2015 წლის ზაფხულში, ქობულეთის "შუქურადან" გადაბარგდა. მიმდინარე სეზონში 23 წლის მცველმა 16 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მირჩევნია ჩერნომორეცში დარჩეს კარიერის ბოლომდე ვიდრე რუსეთში ცავიდეს რადგან თუ იმ დონეს მიაცია რომ მისით ევროპული გრანდები დაინტერესდებიან სწორედ მაშინ უმიზეზოდ დასვავენ სათადარიგოთა სკამზე
ბაჩო გ
22:19 21-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული