ბოლო ჩემპიონატის ბომბარდირით 4 პოლონური კლუბია დაინტერესებული: კრაკოვის "ვისლა", "იაგელონია", "არკა" და "პიასტი". ასახელებენ მის სავარაუდო სატრანსფერო ფასსაც - 350 ათასი ევრო.
"იაგელონია" დღეისათვის პოლონეთის ჩემპიონატის ლიდერია 39 ქულით. "არკა" მე-8 ადგილზეა, "ვისლა" - მე-11-ზე, ხოლო "პიასტი" - მე-13 ადგილზე.
"სამტრედიის" მაისურით 22 წლის ზივზივაძემ 44 მატჩში 28 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასიც მიითვალა. თუკი ტანმაღალი ფორვარდი პოლონეთში გადავა, ის წლევანდელ ჩემპიონატში მეხუთე ქართველი იქნება