მათე ცინცაძე და შჩეცინის "პოგონი": დარჩა მხოლოდ ხელმოწერა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ნახევარმცველი მათე ცინცაძე უახლოეს მომავალში პოლონეთის უმაღლესი ლიგის ბინადარ შჩეცინის "პოგონის" ფეხბურთელი გახდება.

ამ დროისთვის, შეიძლება თქვას, ფეხბურთელსა და მის ახალ კლუბს შორის, ასევე, "პოგონსა" და თბილისის "დინამოს" შორის ყველა დეტალი შეთანხმებულია.

ცინცაძე უახლოეს დღეებში ოფიციალურად გახდება ფეხბურთელი შჩეცინური კლუბისა, რომელსაც ექსტრაკლასაში ამ დროისთვის მე-7 ადგილი უჭირავს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ "პოგონში" საქართველოს ნაკრების ფორვარდი ლადო დვალიშვილი თამაშობდა. რაც შეეხება 22 წლის ცინცაძეს, საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველს "ლოკომოტივის", "ტორპედოსა" და "დინამოს" ღირსება დაუცავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური
სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 2 /
დინამოში ხო დაგლიჯა და ახლა პოლონეთში სულ იფრენს
gaiozi
22:26 03-01-2017
0
დინამოში ხო დაგლიჯა და ახლა პოლონეთში სულ იფრენს
gaiozi
22:26 03-01-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული