თუკი შანსი მექნება... აკაკი გოგიას საქართველოს ნაკრებში თამაში სურს

AutoSharing Option
დრეზდენის "დინამოს" ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა აკაკი გოგიას ვრცელი ინტერვიუ, რომელშიც გერმანიის მოქალაქე ქართველი ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილს ადასტურებს.

ჩვენ ინტერვიუს იმ ნაწილს გთავაზობთ, რომელიც საქართველოსა და საქართველოს ნაკრებში თამაშის პერსპექტივას ეხება:

- რა გაკავშირებთ თქვენს სამშობლო საქართველოსთან?
- ძალიან ბევრი რამ, ყველა ჩემი ნათესავი, გარდა მშობლებისა, იქ ცხოვრობს. მე მხოლოდ კი არ დავიბადე საქართველოში, 9 წელიწადი იქ გავატარე, ეს კი ბავშვობის დიდი ნაწილია. ის დრო ძალიან კარგად მახსენდება, საქართველო მდიდარი ქვეყანა არ არის, მაგრამ იქ ულამაზესი ბუნებაა.

- ბოლოს
როდის იყავით საქართველოში?
- ალბათ, სამი წლის წინ. წასვლა სულ მინდა, მაგრამ ჩემი და ჩემი გელფრენდის, ანდრეას დასვენებები ისე ვერ დაემთხვა. ახლა კი, ან ზამთარში, ან ზაფხულში ერთად ვაპირებთ საქართველოში წასვლას.

- გვითხარით, რამდენად მართალია ხმები, რომ თქვენ ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრებში მიგიწვიათ?
- ვაისი პირადად არ შემხმიანებია, მაგრამ ფედერაციასთან კონტაქტი იყო.

- ანუ თქვენ მალე საქართველოს ნაკრებში გიხილავთ?
- სამწუხაროდ, ბოლოს ძალიან გართულდა ბიუროკრატიული ბარიერების გადალახვა. საქმე ისაა, რომ ახლა მხოლოდ გერმანული პასპორტი მაქვს. იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქე გავხდე, გერმანიის მოქალაქეობის დათმობა მომიწევს. მაგრამ ბუნებრივია, მე ეს არ მსურს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობენ ამ საკითხის მოგვარებაზე. თუკი შანსი მექნება, ეროვნულ ნაკრებში თამაშზე უარს არ ვიტყვი.

- ეს თქვენთვის ოცნების ასრულება იქნება?
- ძალიან მიყვარს ფეხბურთის თამაში და მეტი საშუალებაც მექნება ნაკრების თამაშით. ჩემთვის საფეხბურთო ოცნება უფრო შორეული რამ არის. საქართველოს ნაკრებში თამაში ჩემთვის ძალიან კარგი იქნება. ბედნიერი ვიქნებოდი, გერმანიის ნაკრებში რომ მეთამაშა, მაგრამ ამის შანსი მცირეა (იცინის).

- თქვენი მშობლები როგორ შეხვდებიან თქვენს გადაწყვეტილებას, ითამაშოთ საქართველოს ნაკრებში?
- რა თქმა უნდა, ისინი იამაყებენ ამით. ისინი ასევე ძალიან ბედნიერები იყვნენ, როცა გერმანიის 18 და 19-წლამდელთა ნაკრებებში ვთამაშობდი.

- ქართულად კარგად მეტყველებთ?
- მშობლებთან სულ ვცდილობ, ქართულად ვილაპარაკო, რომ არ გადამავიწყდეს. ეს ძალიან ძველი და ლამაზი ენაა. ჩვენი ანბანი ულამაზესია, ქართველები კი მსოფლიოში 5 მილიონი ვართ მხოლოდ. უნდა შევუწყოთ ხელი, რომ ჩვენი ენა არ დაიკარგოს. თქვენს კითხვაზე კი ასე გიპასუხებთ - ჩემი ფინელი გუნდელი ტიმ ვაირინენი გაცილებით უკეთ ლაპარაკობს გერმანულად, ვიდრე მე - ქართულად.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 23 /
კაცი ქართველია, უნდა საქართველოს ნაკრებში თამაში და შეუძლია ერთერთი ლიდერიც გახდეს. წარმატებები ვუსურვოთ!
merabi
05 იანვარი 2017 12:20
0
და ვინ თქვა, რომ ნატურალიზირებული ფეხბურთელი კარგია ნაკრებისთვის?

ვერცერთ მდიდარ ქვეყანას ვერ დაასწრებფი უცხოელი ფეხბურთელების აყვანას ეგ რომ ეგრე იყოს.
კოტე-ს-ს
04 იანვარი 2017 16:23
0
პატრიოტიზმი არი პროფესიონალიზმი,.. და შესაბამისად ყველაზე დიდი პატრიოტი პროფესიონალია. თუ ეს ბიჭი ჩვენ ნაკრებს სარგებელს მოუტანს (და დარწმუნებული ვარ მოუტანს, მსგავსი თამაშის მანერის ფეხბურთელი მე ჩვენ ნაკრებში არ მახსენდება) სულ არ მაინტერესებს რა ჰქონდა ბავშვობაში გულში ამოჭრილი (და სხვათაშორის ძალიან თბილად საუბრობს საქართველოზე).
Irakli apkhaidze
04 იანვარი 2017 15:47
0
მოიცა ნატურალიზებული უცხოელი კარგია ნაკრებში და ქართველი, რახან მისი ოცნების გუნდი არ იყო საქართველოს ნაკრები, არ გვჭირდება? ძალიან გამეხარდება თუ ჩვენ ნაკრებს სარგებელს მოუტნს
კოტე-ს
04 იანვარი 2017 15:39
0
საიდან ამდენი ბოღმა და შური, ამ საახალწლოდ მაინც რატომ ჭამთ ერთმანეთს? )))

გოგიას რაც შეეხება - კაცი პირდაპირ ამბობს, საქართველოს ნაკრები ჩემთვის არანაირი ოცნება არ არის, უბრალოდ ჩემთვისვე კარგი იქნება იქ თამაშიო. ანუ ისევ საკუთარი თავიდან გამომდინარე აზროვნებს, თორემ ნაკრების ინტერესები საერთოდ არც აინტერესებს.

ხო და იყოს თავის გზაზე, არა მგონია ასეთი ფილოსოფიის მოთამაშეები რამეში ჭირდებოდეს ნაკრებს. ამას ცისკარიძე და მისნაირი ბიჭები მირჩევნია ათი თავით. გოგიას კი თავის გზაზე გაუმარჯოს.
კოტე
04 იანვარი 2017 14:39
2
niko-s yvelas tavisi azri aqvs magram amis gamo nuravsi gansji chemo zmao.arc aravin araa nakleb ojaxshi gazrdili da gexvecebi nu mogvayeneb sheuracyopas.
nika
04 იანვარი 2017 14:29
0
yvelas tavis azri aqvs da pativs vcem.imitom cavedit rom sxva gamosavali ver vnaxet.amitom saqartvelo ar miyvars?araris mgonia eg martali da kidev shen shemogevle me aq omze rom melaparakebi erti 2008 shi sad iyavi tu metyvi shen?qartveli rom daibogmeba mere morcha vegar azrovnebs.tqven genacvalet yvelas da gilocavt axal cels
nika
04 იანვარი 2017 14:26
0
აიი საღოოლ 100 ანი ხარ გეთანხმები
Irakli apkhaize-s
04 იანვარი 2017 13:26
0
ნამდვილად ვიტყოდი გერმანიის ნაკრებში თამაშზე უარს და ვიტყოდი რომ ქართველი ვარ ისეთ ოჯახში ვარ გაზრდილი რომ სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი, თქვენთვის გაუგებარია მასე გაიზარდეთ და მასეთი ღირებულებები "დასაცინია" თქვენი გადმოსახედიდან და ქვეყანაზე შეყვარებული ხალხი გეზიზებათ.
ნიკო
04 იანვარი 2017 13:00
0
grigorii, უფალი არა კვახი!!! რა უფალი, რის უფალი. აბა უფალი!!!!! სადაა უფალი ან რა არის უფალი საერთოდ!!!
silo
04 იანვარი 2017 12:54
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული