ბუდუ ზივზივაძე: პოლონური "არკას" ვარიანტზე უარი ვთქვი...

AutoSharing Option
ბუდუ ზივზივაძე ჯერაც უგუნდოდ არის, ხოლო შესაძლო ვარიანტებიდან ერთ-ერთი უკვე გამორიცხა.

შეგახსენებთ, რომ გარდამავალი ჩემპიონატის ბომბარდირმა და საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებულმა "სამტრედიას" ლიდერმა "ლელოს" უთხრა, რომ მოლაპარაკებები პოლონური ექსტრაკლასას ბინადარ "არკასა" და პორტუგალიური პრიმეირა ლიგის კლუბ "ტონდელასთან" ჰქონდა.

"რეალურად, სწორედ "არკასა" და "ტონდელას" ხელმძღვანელები დამიკავშირდნენ. უფრო პოლონური ვარიანტისკენ ვიხრებოდი. მაგრამ საბოლოოდ, უცნაური რამ მოხდა - აღმოჩნდა, რომ "არკას" მიერ მოლაპარაკების დასაწყისში დასახელებული პირობები კონტრაქტში ჩაწერილისგან განსხვავდებოდა, გაცილებით უარესი იყო და მასზე უარი ვთქვი.

პორტუგალიური ვარიანტი ისევ რეალურია. მაგრამ სხვა წინადადებებსაც ველოდები.
სანამ რამე გადაწყდება, თბილისში ვარ და ტონუსის შესანარჩუნებლად ინდივიდუალურად ვემზადები", - ამბობს ზივზივაძე.

საწყენია, რომ ქართული ფეხბურთის კატასტროფულად დაცემული რეიტინგისა და იმიჯის გამო, 22 წლის პერსპექტიული ფეხბურთელი ისევ გაურკვევლობაშია და უცხოეთში წასვლა საეჭვო გაუხდა. თუმცა, ზივზივაძე იმედს არ კარგავს და დარწმუნებულია, რომ ევროპიდან საინტერესო წინადადება გამოჩნდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 19 /
cxovrebashi araperi ro ar shegikmniat zogiartebs da sxvas akritikebt .mixedet sakuutar cxovrebas . da kargad dapikrdit sanam sxvas dacineb.realurad xar shen am bichish gakicvxis girsi.
kkkk
07 იანვარი 2017 16:47
0
ბუდუ ნეტავი არ გეჩქარა საქართველოდან გაქცევა, სამტრედიაში უკეთ გამოგეჩინა თავი, ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებიტ გამოსულიყავი და უკეტეს ჩემპიონატშიც და უკეთეს ევროპულ საფეხბურთო ქვეყანაშიც შეგეძლო მოხვედრა, არ მინდა ვიფიქრო რომ თითქოს თავში აგივარდა, ადრეა ჯერ , სადმე გასავარდნი ზონის გუნდში თუ ამოყოფ თავს, ცოდვა იქნები შვილო, ნუ უსმენ იმათ ვინც დაინტერესებულია გაგყიდოს ტუნდაც ჩალის ფასად!
giorgi
07 იანვარი 2017 15:19
0
დღევანდელი ქართული ფეხბურთის მესვეურები , კიდევ უფრო უსუსურები აღმოჩნდნენ ვიდრე მათი წინამორბედები, წყალწაღებულები, უსუსურები, ამატ ან აწვიმთ მაგრად ან საერთოდ, სეტყვის დრო დარჩენილან ბავშვობაში, ქუჩაში! გამოფხეკილან, გადადექით, ხომ ხედავთ რას დაამსგავსეთ ქართული ფეხბურთი, სომხები და აზერბაიჯანელებიც კი გჯობნით, მეტი რა უნდა დამართოტ ამ ფეხბურთს ყველა ქართულ ფეხბურტს იგდებს და...?
grisha
07 იანვარი 2017 15:10
0
შენს აგენტს ბურთი უნდა დახიო თავზე.
999999999999999
07 იანვარი 2017 14:36
0
XOX ibragimovichs rogor akadra arkam egeti sheuracmkofeli kontraqti pirdapir gadairevi kaci:-):-):-)
Dato
07 იანვარი 2017 14:12
0
რა ხდება? საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი უგუნდოდ რატო უნდა იყოს? და ინდივიდუალურად რატო უნდა ვარჯიშობდეს? თან ესეთი პატარა ასაკის... ეს რა გუნდები ეპატიჯებიან, ნუთუ მეტი ამბიციაა არ აქვს? ან ვინმე დაუდგეს გვერდში ნორმალური რჩევა რო მიცეს, თორე ცუდათა საქმე!!! ეს ყცელაფერი ნიშნავს იმას ,რო დღეს ჩვენი ფეხბურთი ჯერ კიდევ პარალიზებულია... სამარცხვინოა ეს ყველაფერი რაც ხდება.
Vasili
07 იანვარი 2017 13:29
0
არაფერი არ აქვს ამ ბიჭს შესაცოდებელი,ის ეგოისტია და თავისი ინტერესები დააყენა კლუბის ინტერესების წინააღმდეგ, უფრო სწორად ყველა იმ ფეხბურთელის ინტერესების წინააღმდეგ ვინაც იმუშავა მის აღზევებაზე.დიდია ალბათობა რომ თუკი ის დარჩებოდა მაშინ არაბულიც დაეყოლიებინათ.არაბულის გარეშე ზივიზვძე ცალფეხაა და არაბულიც ბუდუს გარეშე ცალფეხაა.ახლა კი ახალი შემტევი სამეულია ისევ საძებნი და დიდი ალბათობით გაუარესებულია შანსები სამტრედიისათვის ჩემპიონთა ლიგაზე. მოეთმინა ზაფხულის ტრანსფერამდის და უკეთესს მიიღებდა .
ასე იცის ტვინში ავარდნამ,ყველა აფრთხილებდა რომ პოლონელები აფერისტები არიანო.
და მაინც,წარმატებები ბუდუ უცხოურ სარბიელზე.
QWERTY
07 იანვარი 2017 13:21
0
ნამდვილად,სანამ ნაკრები რეალურად ნაკრებს არ დაემსგავსება და მინიმუმ მსოფლიოს 70 საუკეთესო გუნდში ვერ მოხვდება იქამდე ქართველი ფეხბურთელების ფასი კაპიკია,აინუშიაც არავინ აგდებს
hj
07 იანვარი 2017 13:01
0
ეს ბიჭი მეცოდება რადგანაც არაფერ შუაში არ არის, მაგრამ სანამ ნაკრები არ ათამაშდება ქართველი ფეხბურთელების საერთაშორისო ფასი და იმიჯი ნულზე დაბალი იქნება. ასმერაღაცე ნაკრების ფეხბურთელი ვის რაში აინტერესებს და სულ კაპიკებზე იქნება ვაჭრობა კონტრაქტებში. იბრძოლეთ ბიჭებო თუ გინდათ ქათმის ხორცის ფასი მაინც დაგედოთ საერთაშორისო ბაზარზე.
.........
07 იანვარი 2017 12:30
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული