საქართველოს ქალთა ნაკრებმა ლიტვას მოუგო და ჯგუფში გალიდერდა [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატებული სტარტი აიღო.

თეიმურაზ სვანაძის გუნდმა დაძაბულ და დრამატულ ბრძოლაში მასპინძელ ლიტვას 4:3 სძლია და შემდეგ რაუნდში გასვლის შესანიშნავი შანსი აქვს.

საამისოდ ოთხგუნდიანი ჯგუფის ორ საუკეთესო გუნდში მოხვედრაა საჭირო.

საქართველოს ნაკრები პირველი ტურის შემდეგ ჯგუფის ლიდერია, რადგან მეორე შეხვედრა ფარერებსა და ჩერნოგორიას შორის ფრედ, 3:3 დასრულდა.

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი
4.04. ვეტრა
საქართველო-ლიტვა 4:3

გოლები: 0:1 ვანაგაიტე (9), 0:2 ბლოზიტე (17), 1:2 პასიკაშვილი (32), 2:2 ჭყონია (39), 3:2 მატვეევა (60), 3:3 მაზუკელიტე
(82), 4:3 კუნიჩკაიტე (85. ს.კ.)
საქართველო: ჭკუასელი, სუთიძე, პასიკაშვილი, ქველიძე, მალიძე, თოდაძე, მატვეევა, ჭიჭინაძე (73. ბაქრაძე), ჭყონია, ტატუაშვილი, სხირტლაძე
სათადარიგოები: გულორდავა, კვალიაშვილი, ხუბულური, ბასილაძე, ზაქაიძე
მწვრთნელი: თ. სვანაძე

VideoSportall.Ge
04.04.13. (ქალები) საქართველო - ლიტვა 4:3


სატურნირო ცხრილი
1. საქართველო 1 1 0 0 4-3 3
2. ჩერნოგორია 1 0 1 0 3-3 1
3. ფარერები 1 0 1 0 3-3 1
4. ლიტვა 1 0 0 1 3-4 0

6 აპრილი
საქართველო-ჩერნოგორია
ლიტვა-ფარერები

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
მაგრებოოოოოოოოოოოო,ბიჰებზე უკეთესი მონდომება აქვთ,სტადიონზე დარბიან კიარ დადიან
vova
06 აპრილი 2013 15:49
0
ადრე 0-27ით ვაგებდით... და ახლა 3-4 მოვიგეთ :)პროგრესი გვაქ აშკარად :))
keti
06 აპრილი 2013 11:07
0
2-0 იდან მოიგეს თამაში ყოჩაღ გოგონებო
vaso
06 აპრილი 2013 10:22
0
აი მეგობრობაც ასეთი უნდა! ლიტველებმა საკუთარი თავი დაამარცხეს ჩვენი გულისთვის :) მეკარე რათ უნდოდათ ლიტველებს? :) მუსიკამაც ვერ უშველა ამ ვიდეორგოლს ისეთი იდიოტობები ხდებოდა მოედანზე :) და მაინც, ჩვენი ნაკრების ჟინი აღსანიშნავია. ვულოცავ გოგოებს!
უძლევი
06 აპრილი 2013 02:13
0
გენაცვალეთ:))) მოიგეს ჩვენმა გოგოებმა
giorgi
06 აპრილი 2013 00:23
0
თავდასხმაში გვყავს რონალდინიო .....სტანდარტებზე სსაერთოდ გიჟები ....

და მაიკებს რატო არ იხდიან ესენი გოლის მერე????????????????????
იეს
05 აპრილი 2013 20:10
0
ჯარიმებს რომ ურტყამდა ეგ ვაჟთა ძირითად ნაკრებში უნდა თამაშობდეს. (ან ასწავლოს ვინმეს ეგეთი დარტყმები)
mamuka
05 აპრილი 2013 14:41
0
ყოჩააღ..მაგარიააა..ძალიან ვისიამოვნე, კარგი თამაში იყო!!!
ნუკრი
05 აპრილი 2013 13:35
0

სიახლეები პოპულარული