ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და საქართველოს ყოფილი ელჩი ესპანეთში ზურაბ პოლოლიკაშვილი კლუბის მთავარ მენეჯერად დღეს დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე გიორგი (ბუბა) ტყავაძე შეცვალა.
კლუბის პრეზიდენტის რომან ფიფიას განცხადებით, დღეიდან "თბილისის დინამოს" ისტორიაში ახალი ეტაპი იწყება, რაც ძველი დიდების და სახელის დაბრუნებაში უნდა გამოიხატოს.
ზურაბ პოლოლიკაშვილი "დინამოს" განვითარების კონკრეტულ გეგმებს სახავს. მისი განცხადებით, უახლოეს მომავალში მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა, გადაიხედება და საჭიროების შემთხვევაში შეიცვლება სამწვრთნელო შემადგენლობა,
ზურაბ პოლოლიკაშვილის თქმით, "დინამოს" მთავარი მიზანი ამიერიდან მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატის მოგება აღარ იქნება, რადგან კლუბის ხელმძღვანელობას უფრო დიდი ამბიციები გააჩნია. "ჩვენ გვსურს, რომ უახლოეს მომავალში კლუბი უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში და სხვა პრესტიჟულ საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირებში ჩაებას", - აღნიშნა კლუბის ახალმა გენერალურმა დირექტორმა.
გარდა ამისა პოლოლიკაშვილი გეგმავს აქტიურად გამოიყენოს თავისი კონტაქტები ისეთი პოპულარული ესპანური საფეხბურთო კლუბების ხელმძღვანელებთან, როგორებიცაა კატალონიის "ბარსელონა", მადრიდის "რეალი" და სხვები. პოლოლიკაშვილი ამ კლუბებთან მოლაპარაკებების დაწყებას მიმდინარე თვეში გეგმავს.
"ინტერპრესნიუსი"
.
ხმამაღალი განცხადებები მაგრად იციან
გუნდის მშენებლობას ცოდნა უნდა -
რამდენიმე თვეში გამოჩნდება თუ აქვთ რამე უკეთEსის გაკეთების თAვი
თუ რამის თAვი აქვთ გამოჩნდება რამდენიმე თვეში.