ინფრასტრუქტურა: ააშენებენ სამტრედიაში სტადიონს?

AutoSharing Option
სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული ლიგის არაოფიციალურმა გვერდმა საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა - მალე "სამტრედიას" ახალ სტადიონს აუშენებენო.

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ "ახალი არენის" მაკეტების ფოტოებიც გავრცელდა.

Sportall.Ge

Sportall.Ge

აქედან გამომდინარე, ვიფიქრეთ, რომ ამ საკითხის მოგვარებაზე მუშაობა დიდი ხნის წინ დაიწყეს.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქმედი ჩემპიონის ახალი სტადიონი 10 ათას გულშემატკივარს დაიტევს და უეფას სტანდარტებს დააკმაყოფილებს, ხოლო მშენებლობა 2018 წლიდან დაიწყება და 6 თვეში დასრულდება.

ამის შესახებ პირველად საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" განაცხადა:

"სამტრედიაში
კომფორტული, 10 ათას ქომაგზე გათვლილი ძალიან კარგი სტადიონის მშენებლობა იგეგმება", - წერდა მაშინ კალაძე.

ამ თემაზე 2015 წლიდან ლაპარაკობდნენ, მაგრამ ოფიციალურად არავინ ადასტურებს და ცხადია, ახლაც დანამდვილებით ვერავინ ამბობს, როდის დაიწყება "ეროსი მანჯგალაძის" განახლება თუ ახალი სტადიონის მშენებლობა.

დავინტერესდით და რეალური ამბები კლუბში გვითხრეს. ცხადია, სტადიონის აშენების სურვილი აქვთ და იმედოვნებდნენ კიდეც, რომ მშენებლობა 2017 წლის ზაფხულიდან დაიწყებოდა, მაგრამ საამისოდ კონკრეტული იურიდიული საკითხებია მოსაგვარებელი. უპირველესად, დაფინანსების წყარო უნდა მოიძებნოს, მერე კი ტენდერი გამოცხადდეს - ჯერ პროექტზე, ხოლო შემდეგ - უშუალოდ მშენებლობაზე.

სხვათა შორის, გვითხრეს, რომ სამტრედიაში მსგავსი ტიპის სტადიონის აშენება გაუმართლებლად მიაჩნიათ. მაკეტზე ჩანს, რომ ტრიბუნები გადაუხურავია, სამტრედიელთა თავკაცებს კი სურთ, რომ გადახურული იყოს, რადგან უამინდობაში ადამიანებს სტადიონზე მისვლის სურვილი არ გაუქრეთ.

მოკლედ, სამტრედიაში სტადიონის განახლება ძალიან უნდათ. "ეროსი მანჯგალაძე" საკმაოდ დიდ ფართობზეა განთავსებული და იქ 10-ათასიანი და უფრო დიდი არენაც თავისუფლად ჩაიდგმება. იმედოვნებენ, რომ პროექტს დააფინანსებენ, მაგრამ საამისოდ, ჯერ მხოლოდ პირველი ნაბიჯები გადაიდგა, გაგრძელება კი, იმედია, ნამდვილად იქნება.

რა თქმა უნდა, ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის მიღება ძალიან დიდი და საჭირო საქმე იყო, მაგრამ პარალელურად, არანაკლებ აუცილებელია ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაც - ეს ქართული ფეხბურთის დიდი პრობლემაა და განახლებული არენები ჰაერივით ესაჭიროება.

"სამტრედია" და მისი გულშემატკივრები კი "ეროსი მანჯგალაძის" განახლებას ნამდვილად იმსახურებენ. ან რა დააშავეს ბათუმელებმა, ფოთელებმა, ზუგდიდელებმა, ლანჩხუთელებმა?..

ქართული ლიგის პოპულარიზაცია ძნელია, როცა ტელეეკრანიდან მის მეორე, არც ისე სასიამოვნო მხარეს ვმალავთ, რადგან სტადიონის მეორე ტრიბუნის მხარეს უსახური ხედია. ეს ახლა სწორი და აუცილებელი ნაბიჯია, მაყურებელს უფრო ლამაზად შეფუთული თამაშები რომ შევთავაზოთ. მაგრამ, როცა მოწესრიგებული და კოხტა არენები გვექნება, მას ყველა კუთხიდან თამამად და სიამაყით გამოვაჩენთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 26 /
მოაკლონ 2-3 ათასი კაცი და გადახურონ ტრიბუნები, თუ ფული არ ყოფნით. ამით უეფას სტანდარტებსაც დააკმაყოფილებს და ხარისხიანიც გამოვა. რაღა დროის დაუხურავი ტრიბუნებია. თან 10 ათასი კაცი 30 ათასიანი ქალაქისთვის დიდი ხომ არაა? ზუსტად ამხელა აქვს ქუთაისს 150 ათასიან ქალაქს
რაოდენობა ხარისხის ხარჯზე არ უნდა გაიზარდოს.
ლაშა
09 მარტი 2017 19:02
0
ტევადობა მეტი რა უნდა შემცირდეს?
juba
09 მარტი 2017 18:03
0
მაგარი მაკეტია ამის დამპროექტებელს რა ვუთხარი. აქედანაც ჩანს რომ აფიორაა სად არის ერთი ტაბლო? დამანახეთ. ამქვეყანას რა ვუთხარ, რომ არაფერი ეშველა.
beqa
09 მარტი 2017 18:00
0
ბათუმის სტადიონიდან მოვდივარ ახლა ჩემი დრანგულეტით, აი ის 20000 მაყურებელს რომ იტევს და 2013-ში რომ დაიწყეს მშენებლობა და შარშან რომ დაამთავრეს და საზეიმოდ გახსნეს. გახსნაზე ფრედი მერკურიმ რომ იმღერა დუეტი ნანა ბრეგვაძესთან ერთად საოცრად. სიმღერას ბარსელონა კია რა და ბათუმი ერქვა. ჰო ბატონო ჩემო და ახლა სამტრედიაში შევიარე გზაზე და გაჩაღებული მშენებლობა მიდის ახალ სტადიონზე. ჰო ბატონო ჩემო და ასე აშენებული მენახოს ქართული ოცნება როგორც ეს სტადიონები შენდება.
ლუკა
09 მარტი 2017 18:00
0
გაგეცინება ამ მტავრობიდან .საპოჯნიკები არიან
zuri
09 მარტი 2017 17:53
0
სტადიონი მარტო ხარჯი არ უნდა იყოს. გადახურეთ, დაალაგთ მზის ბატარეა, დენი ქალაქის ქსელში ჩაუშვით. ცოტა მიდექ მოდექით ფულიანებო.
ანდრი
09 მარტი 2017 17:47
0
როდის უნდა შეეშვათ საკუთარი თავის მოტყუებას!!!! სტადიონი არა კარავი!!!! ერთი ბათუმში აშენდა სტადიონი და მეორე აქ აშენდება.მორიგი ბლეფი.
გიო
09 მარტი 2017 17:28
0
ზაზა

ბატონო ზაზა,მინდორიც გადავუხუროთ რომ ულტრაიისფერმა სხივებმა ჩვენს წვეროსან ბიჭებს სახე-კანი არ დაურუჯოს და წვიმაც არ დაეცეთ ? :) მინდორს კი გათბობა დავუყენოთ რომ ზამთარში ფეხებზე არ შეცივდეთ ხო? :)
Jango
09 მარტი 2017 17:28
0
მორიგი დაპირება...და თან 21-ე საუკენეში მე-20 საუკუნის სტადიონის მშენებლობის დაწყებას აპირებენ?
ზაზა
09 მარტი 2017 17:09
0
არ ვარგა პროექტი.უმჯობესია ტევადობა შემცირდეს და ტრიბუნები გადაიხუროს მთლიანად.სამაგალითოდ,ნიმუშად უნგრეთის პუშკაშის აკადემიის ,,პონჩო-არენა,,...3.900-ანია ,მაგრამ გაცილებით შთამბეჭდავი..
ზაზა
09 მარტი 2017 17:02
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული