რუმინეთის ქალაქ ბაკაოში ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირზე ჩვენმა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა. საქართველომ0 ალბანეთი ანგარიშით 7:0, რუმინეთი - 5:0, ხოლო ორლანდია - 1:0 დაამარცხა. შემდეგ საბერძნეთს პენალტების სერიაში მოუგო, ხოლო მასპინძელ რუმინეთის ნაკრებთან 0:1 დამარცხდა.
ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი 8 გატანილი გოლით გიორგი ბასილაშვილი გახდა, მეკარე ირაკლი მანდარია კი ტურნირის საუკეთესოდ მეკარედ დასახელდა.
საქართველოს უსინათლოთა ფეხბურთის ნაკრები სამშობლოში 10 აპრილს გამთენიისას, 3:35 საათზე დაბრუნდება.