თბილისის "დინამო" განცხადებას ავრცელებს

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" ოფიციალურ ვებგვერდზე განცხადებას ავრცელებს.

"დინამო" ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის შესახებ მერიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.

კლუბის საიტის ინფორმაციით, კორპუსის მშენებლობა შეჩერებულია.

გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:

"დინამოს" ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებული კორპუსის მშენებლობას თავიდანვე უკანონოდ მივიჩნევდით, მეტიც ამ ნაგებობის აღმართვა ფუნქციას უკარგავდა სპორტის იმ ობიექტს, სადაც აღიზარდა ჩვენი ქვეყნის არაერთი ლეგენდარული ფეხბურთელი.

ქალაქ თბილისის მერიის დღევანდელი გადაწყვეტილება არის უაღრესად სამართლიანი. მივესალმები დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის დადგენილებას, რომელიც ნათელი მაგალითია იმის, რომ სპორტზე და კერძოდ ფეხბურთის განვითარებაზე ფიქრობენ.

თბილისის მერია
მხარში დაუდგა თავისი ქალაქის სახელოვან კლუბს - "დინამოს" და აღადგინა სამართლიანობა. გაითვალისწინა რა სასიქადულო ქართველი ვეტერანი ფეხბურთელის და სპორტსმენების, ასევე საზოგადოების მოწოდება და არ იქნა დაშვებული გამოუსწორებელი შეცდომა ქართული სპორტის მიმართ.

გილოცავთ ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას "დინამო თბილისის" ქომაგებს, ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს და ყველას ვისთვისაც ჩვენი კლუბის ისტორია, ასევე მისი მომავალი ძვირფასია.

სკ დინამო თბილისის პრეზიდენტი - რომან ფიფია".
მკითხველის კომენტარები / 17 /
კახა ქირიას :დინამოში ლეგიონერები აღარ არიან ცნობისთვის 1-ს გარდა მიშენკო.,მაგრამ ყველა ვინც ყავს ძალიან ნიჭიერები არიან,მაგრამ 2 საუკეთო ფეხბურთელის გაყიდვის შემდეგ(პაპუნა და ლობჟა)აუცილებლად უნდა მოიყვანოს ძალიან მაღალი დონისები შემცვლელად და ეს უნდა მახდინოს რაც შეიძლება სწრაფად....
medasxva
22 ივნისი 2017 13:15
0
ეს ასეც უნდა ყოფილიყო და კარგია ასე რომ დამთავრდა ბატონო რომან,მაგრამ 2 საუკეთესო ფეხბურთელი ,რომ გაყიდეთ (ლობჟანიძე და პაპუნაშვილი) მათზე ძლიერის მოყვანა,რომ გმართებთ იმედია არ დაგავიწყდებაა
medasxva
22 ივნისი 2017 13:09
0
გეთანხმებით, რომ საცხოვრებელი კორპუსის აღმართვა დინამოს ტერიტორიაზე მართლაც დიდი დანაშაული იქნებოდა განვხადებაში გაკეთებულ განმარტებათა თანახმად. მაგრამ ზუსტად ისეთივე შეურაწყოფა არის იმავე ფასეულობების რაც ამ სტადიონის ტერიტორიაზე ხდება. გასაგებია, რომ კლუბი შემოსავლების გარეშე ვერ იარსებეს, მაგრამ ხომ შეიძლება იგივე კომერციული ფართები დაიტვირთოს სპორტული მაღაზიებით და არა ავეჯით. ბოდიშით, მაგრამ ავეჯის მაღაზიები არ უკარგავს ფუნქციას სპორტის ამ ასტორიულ ობიექტს, ის რომ დიდუბის რაიონში ერთადერთ საცურაო აუზში ღამის კლუბია გახსნილი, ეს არ არის ისტორიის შეურაწყოფა, ხამობა, უკულტორობა, სიქაჯე და სიმახინჯე? ეჭვს არსებობას აქვს საფუძველი, რათა ვიფიქროდ, რომ ალბათ ფინანსურ გარიგება ვერ შედგა მხარეთა შორის, თორემ თქვენ რომ ნაგებობის კონცეფციაზე და რაიმე ესთეტიზმზე ფიქრობდეთ წარმოუდგენელია თქვენივე წარსულის და აწყმოს შემხედვარე
ირაკლი
22 ივნისი 2017 10:13
0
შეაჩერეს არა გადააჩერეს ტიპიური ქოცური-მარაზმ-ფარისევლურ-თაღლითურ-აფერისტულ-მაქინაციასთან გვაქ საქმე
გოგი
22 ივნისი 2017 03:35
0
ნარმანიამ არა, ეს კალაძემ გააკეთა, რომელიც სამაგიეროდ სხვას ბევრს აფუჭებს აბა სხვა ყოფილიყო? ნახავდით რასაც მოიმოქმედებდა მერია.... მთელი თბილისის ტყეები გაჩეხეს და ხმა არავი ამოუღია ხელისუფლებიდან. ზოგადად კარგია რაც მოხდა.
თბილისელი
21 ივნისი 2017 21:56
0
ფიფია სტადიონი დაიდოს ბიჭოოოოო.
სტუდენტი
21 ივნისი 2017 21:50
0
ეს ძალიან სასიხარულო ამბავია,მაგრამ ეხლა სხვა რამ მაინტერესებს და მაგ ამბავი როგორ იქნება.ამ საქვეყნოდ განთქმულ გუნდში, როგორც თქვენ იძახით და ეს მართლაც ასეა,რაც ძველი თაობების დამსახურებაა,ეხლა ვინები თამაშობენ,საიდან და ვის მოჰყავს ეს უვარგისი ფეხბურთელები,რომელთაც თქვენ ლეგიონერებს ეძახით,სინამდვილეში კი ვერანაირ კრიტიკას რომ ვერ უძლებენ,ამაზე გიფიქრიათ? ამიტომ დროზე გამოიტანეთ სათანადო დასკვნები,თორემ გულშემატკივრები, ამდენი ლოდინის შემდეგ თვითონ გამოგატანინებენ დასკვნებს,და ეს თქვენთვის სასარგებლო ნამდვილად არ იქნება.ასე რომ დროზე იფიქრეთ ბატონებო!იჩქარეთ ნელა
კახა ქირია
21 ივნისი 2017 18:39
0
კარგია რომ შეაჩერეს მაგრამ შეჩერება რას ჰქვია ხვალ გააგრძელებენ ? საერთოდ ვის მოუვიდა აზრად კორპუსის აშენება ამ ტერიტორიაზე და რაც მთავარია ვინ გასცა ნებართვა
zura
21 ივნისი 2017 18:37
0
ძალიან მაგარი იქნებოდა ყველა არჩევნები ყოველ 2 წელიწადში რო ტარდებოდეს,ქალაქსაც დაეტყობოდა და ხალხსაც
333
21 ივნისი 2017 18:21
0
იმედია მართლაც ააშენებთ პატარა სტადიონს სადაც დინამო თბილისი ითამაშებს ეროვნული ლიგის მატჩებს.
qomagi
21 ივნისი 2017 17:36
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული