სოსო ფრუიძე: აი, რომ იტყვიან, კლასი ბიძია, კლასიო, ეგ არის

AutoSharing Option
საჩხერის "ჩიხურას" მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ "ალტახთან" ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ვინც ფიქრობს, რომ მეტი შეიძლებოდა, ვეთანხმები, მეტი შეგვეძლო. აი, რომ იტყვიან, კლასი ბიძია, კლასიო, ეგ არის...

მე ვთქვი, რომ ფიზიკური კონდიციები თუ გვეყოფოდა, მეტოქეს მივაყენებდით ბოლო დარტყმას, მაგრამ ეს ვერ გავაკეთეთ.

მეტოქე კარგად კეტავდა ზონებს და იძულებული ვიყავით, გადაცემები გვერდით გაგვეკეთებინა და არა წინ.

რა თქმა უნდა, შანსები მათ უფრო მეტი აქვთ, მაგრამ ჩვენ რაც შეგვიძლია, მაქსიმუმს გავაკეთებთ. ამაზე ახლა რთულია საუბარი...

რაც შეეხება
"დინამოსა" და გიორგი ივანიშვილის საკითხს, მე გუშინ ყველაფერი სიმართლე ვთქვი. მე ეს არ მითქვამს მხოლოდ თბილისის "დინამოზე". პირდაპირ დავასახელებ სხვა კლუბებსაც, ესენია: ქუთაისის "ტორპედო", "საბურთალო", ქობულეთის "შუქურა", - თქვა ფრუიძემ.

შეგახსენებთ, რომ განმეორებითი შეხვედრა ერთ კვირაში გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 18 /
ადრე ყველა ქალაქში 3-4 ბავშვთა მწრთნელი იყო. ახლა 100ზე მეტია ყველგან. შედეგი საპირისპირო. დარსაძემ და მისმა ხროვამ ც ლიცენზია დაურიგა სრულიად საქარტველოს. შედეგად მივიღეთ ის, რომ ბავშვები გვეკარგება
andro
30 ივნისი 2017 12:31
0
მიდით, გააპრავეთ.
sandro
30 ივნისი 2017 11:56
0
გეთანხმები ყველაფერში,პირველ რიგში მწვრთნელთა კურსებია გადასახედი,ფრუიძის,დარსაძის და ჟორჟიკაშვილის დრო წავიდა.მანდ უნდა იყოს გეგუჩაძე გაფართოებული უფლებით რომ გაზულუქებულ ტრენერებს პასუხი მოთხოვოს,რაც შეეხება ფიძ მომზადებას ჩვენთან სპეციალისტები არ არიან,ამიტომ კარგი კლუბები იწვევენ ძირითადად ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებიდან.ამასწინათ ტორპედომ გაუშვა ეგეთი ტრენერი,როგორც ვიცი და შედეგმაც არ დააყოვნა.ფეხბურთელები ვერ მოამზადეს და კალენდარს და კლასს აბრალებენ ყველაფერს.ყველაფერი ვცადეთ და ვცადოთ ერთიც ტრენერები მოვიყვანოთ კლასიანები და განათლებულები!
daves
30 ივნისი 2017 11:54
0
2-3 წელია ფაქტიურად ერთი შემადგენლობა გყავს თუ ამდენი ხანია უკვე კაცები კლასში რჩებიან გარიცხეთ სკოლიდან ბიძია
wbc
30 ივნისი 2017 11:43
0
რა სიტუაციიდანაც გაიტანა ალტახმა ისეთივე სიტუაცია ჰქონდა საჩხერეს 4/5 .ეს არის სხვაობა.
საჩხერელიე
30 ივნისი 2017 11:43
0
აქამდე მიზეზები იყო შეუთამაშებლობა,ის რომ გუნდი ახალი სეკრებილია ის რომ სეზონი არ დაწყებულა.ეხლა ეროვნული ლიგა გახურებულია და ჩიხურა მინიმუმ 2 წელია მეტნაკლებად ინარჩუნებს შემადგენლობას.შე დალოცვილო თუ ეს 22 თუ 26 კაცი ამდენი წელია კლასში ჩარჩა გარიცხეთ სკოლიდან!!!
wbc
30 ივნისი 2017 11:34
0
ამას ალტახი კლასიანი გუნდი ჰგონია?
სახელი
30 ივნისი 2017 10:42
0
უაზრო თავის მართლებაა და მეტი არაფერი !!! ადრე აბრალებდნენ იმას, რომ სეზონი დამთავრებული იყო, ახაი შეკრებლები იყვნენ და ფეხბურთელები არ იყვნენ ფორმაში... ახლა 18 ტური გაქვს ნათამაშები და ფორმაში კი არა და უნდა გლეჯდნენ ყველაფერს !!! მწვრთნელიც იმისთვის ხარ, თუ ხედავ რომ ფიზიკური მომზადება არ აქვთ, მოიყვანო კარგი ფიზ.მომზადების მწვრთნელი, გააკეთოთ ფიზმომზადების დარბაზი და ა.შ. მაგრამ არც გინდათ ეგ რომ ქნათ და არც სხვას გინდათ რომ დაუთმოთ ადგილი, ვინც მიხედავს საქმეს !!!! ალტახის კლასი არ გაიშვა :)))))
dave
30 ივნისი 2017 10:28
0
რაიონის გუნდებთან მაღალი კლასი გაქვთ თურმე,რომელიც არსად გამოგადგათ
999
30 ივნისი 2017 10:09
0
აბც მარტალი ხარ რა კლასია ალტახი?აბა რეალი და ბარსა რა არის? უამრავი პრობლემა დაგროვდა ქართულ ფეხბურთში და მის ირგვლივსამწუხაროდ მე ვერარ მოვესწრები ვერაფერ კარგს ის სამომავლო იმედი კი არის.მხოლოდ კერძო კლუბები(გარკვეული მეპატრონით,რომელიც ფულს ხარჯავს და კომპეტენტური მწვრთნელები ეხბურტელების არზრდის ჯორდანიასეული სისტემა და საფეხბურთო საქმოსნების ჩამოცილება ფეხბურთიდან
სანდრო
30 ივნისი 2017 09:51
0

სიახლეები პოპულარული