საქართველოს 7-კაცამ რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ეტაპი ხორვატიაში, მაკარსკაში, მე-4 პოზიციაზე დაასრულა და 2025 წლის მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიაზე გასვლის კარგ შანსს ინარჩუნებს.

საქართველომ ტურნირი გერმანიასთან მატჩით გახსნა, მეტოქის 4 ლელოს ერთი ლელოთი უპასუხა და შეხვედრა 5:22 დათმო. მეორე თამაში დებიუტანტთან, მასპინძელ ხორვატიასთან ჰქონდა და მოულოდნელად სამი ლელო გაუშვა, თუმცა თავად 5 გაიტანა და 29:17 გაიმარჯვა.

მეორე დღეს, ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში, ირლანდიას შევხვდით. თასის მეოთხედფინალში გარანტირებულად გასასვლელად მოგება გვჭირდებოდა და პირველი ტაიმი ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა, თუმცა მეორე ნახევარში მეტოქემ იმძლავრა და 17:10 გაიმარჯვა. ბრძოლამ შედეგი გამოიღო. "გ" ჯგუფში მესამე ადგილზე გასული ესპანეთის (34:46) მსგავსად, საქართველოს (44:56) გატანილ-გაშვებულ ქულათა სხვაობა -12 დაუგროვდა, თუმცა ჩვენ მათზე მეტი ლელო გავიტანეთ და მეოთხედფინალში გავედით.

იქ რეიტინგის ლიდერ ბელგიას შევხვდით, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე სამივე თამაში მოიგო (დიდი ბრიტანეთთან, ესპანეთთან და ლიეტუვასთან). სიტუაციას ისიც ამძიმებდა, რომ ტრავმების გამო სამი მოთამაშე გამოგვაკლდა და არასრული შეცვლები გვყავდა. თავიდან ბურთს მეტოქე აკონტროლებდა და გარდასახული ლელოთი დაწინაურდა, ტაიმის მიწურულს კი საბა არჩვაძემ, ლევან ნარიმანიძემ და თემურ კოხოძემ ბურთი კარგად გაითამაშეს. შეტევა კვლავ არჩვაძემ გააგრძელა, სისწრაფეში სამ მცველს გვერდი აუარა და ლელო ძელებშუა გაიტანა – 7:7.

მეორე ტაიმში ფიზიკურად ძალიან გაგვიჭირდა, განსაკუთრებით, დასკვნით წუთებში, როდესაც მოედანზე კაცნაკლულები დავრჩით, მაგრამ ბიჭებმა თავის დაცვა მოახერხეს და თამაში დამატებით დროში გაგრძელდა. მე-3 დამატებულ წუთზე ბურთს არჩვაძე დაეუფლა, მარჯვენა ფრთაზე მცველს შემოურბინა და ალამთან გატანილი ლელოთი საქართველოს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუპოვა – 12:7.

დასკვნით დღეს, თასის ნახევარფინალში, საფრანგეთს შევხვდით, ოთხის წილ მხოლოდ ერთი ლელო გავიტანეთ და მეტოქემ 26:7 გაიმარჯვა, რის შემდეგაც მე-3 ადგილისთვის ჯგუფური ეტაპიდან ნაცნობ გერმანიას შევხვდით, კვლავ ერთი ლელო გავიტანეთ, რაც გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და მაკარსკას ეტაპი მეოთხე ადგილზე დავასრულეთ – 7:31.

ფინალში ირლანდია და საფრანგეთი გავიდნენ, რომლებიც მსოფლიო სერიაში მონაწილეობენ და ჩელენჯერში მოსახვედრად ჩვენი კონკურენტები არ არიან (ასევე, დიდი ბრიტანეთი და ესპანეთი).

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპი 28-30 ივნისს გერმანიაში, ჰამბურგში გაიმართება და ორი ეტაპის ჯამში სამი საუკეთესო გუნდი (ზემოთ ნახსენები ოთხეულის გარდა), მსოფლიო სერიის ჩელენჯერის საგზურს მიიღებს.

7-კაცას შემადგენლობა რაგბი ევროპის პირველ ეტაპზე (მაკარსკა, ხორვატია)

გიორგი ჭუაძე, სერგი ჩხაიძე, დავით იმნაძე, საბა არჩვაძე, ირაკლი სიმსივე, რომან მახათაძე, ლევან ნარიმანიძე, ლუკა ალიბეგაშვილი, იოსებ გუშარაშვილი, გიორგი ჯობავა, ამირან შვანგირაძე, იოსებ მათიაშვილი, თემურ კოხოძე.

მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, გია ლაბაძე

ფიზმომზადება: გიორგი მაისურაძე

ექიმი: გიორგი გვაზავა

ფიზიო: დავით კობახიძე

ვიდეოანალიზი: ვლადიმერ კუპრეიშვილი

მენეჯერი: ალექსანდრე ნიჟარაძე

Rugby.ge

ქომაგი
6 თამაშში 2 მოგება. რა არის აქ მისალოცი.
სოსო
გამოდის ვისაც ქულები ეთვლებოდა,მათში მეორე ადგილზე გავსულვართ.რა თქმა უნდა კარგია,თუმცა ყოველ ტურნირზე,ძალიან ბევრ ტრავმებს ვიღებთ და ეს,ფიზმომზადებაში პრობლემებს უნდა მიანიშნებდეს.ადრე გერმანიას უფრო დიდ წინააღმდეგობას ვუწევდით,ვიდრე დღეს.ახლა უფრო თითქოს დიდი ანგარიშებით ვაგებთ.ყოველ შემთხვევაში,მე ასე მახსოვს,გაკონტროლების საშუალება კი,ვერსად მოვიძიე.ვულოცავ ჩვენ ბიჭებს და იმედია იქაც შესძლებენ ასეთ დონეზე გამოსვლას.7 კაცა რაგბის ჩვეულებრივ სკოლებში დანერგვა,თავისუფლად შეიძლება და არ ვიცი,რატომ აქამდე არ გააკეთეს.ის ხომ ოლიმპიური სახეობა გახდა.
"შავი ლომი" | განახლებული შემადგენლობით ახალი სეზონისთვის
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
შავი ლომი | სექტემბერში პრემიერშიფის ჩემპიონთან
"რენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
მამუკელაშვილი დონჩიჩის კემპიდან დაბრუნდა - საქართველოს ნაკრები ისრაელთან სრული შემადგენლობით ითამაშებს
"მარსელს" სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე, მინიმუმ სამი ფეხბურთელი დატოვებს
ნოიერმა არ გამორიცხა - ლეგენდარულმა მეკარემ შესაძლოა, ამ სეზონის მერე კარიერა დაასრულოს
"ეს მისი დანაკარგია" - კურტუა როდრის მიერ "ბარსელონას" არჩევაზე
"ლივერპულის" კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელი დაიმატეს - ფაბინიომ თურქეთს მიაშურა
ხავისთან ერთადაც იმუშავებს - ნისტელროი ნიდერლანდების ნაკრებში დარჩა
კვლავ საუდის არაბეთში - ნუნიესმა გუნდი გამოიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-4 სამგურალი. უხვი გოლი და ორი განსხვავებული ტაიმი
“ლივერპული” მინტეს შეუთანხმდა - გამბიელი “მერსისაიდულ” გრანდს უახლოვდება
ფეხბურთიდან მიდის? - დი მარიამ თავის მომავალზე ისაუბრა
16-წლამდე ნაკრებმა თურქული შეკრება დაასრულა
"ჩათვლიან, რომ მამარდაშვილი დუბლიორობით ბედნიერია" - კოლიმორი გიორგის დაუყოვნებლივ იჯარით წასვლას ურჩევს
ჩაკვეტაძის და გოგლიჩიძის გარეშე - "უდინეზე" "კომოს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 ტორპედო. ზღაპარში გადარჩენილი ქულა...
ქოჩორაშვილის ახალმა გუნდმა ბილბაოში გაიმარჯვა და გალიდერდა
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
"შესანიშნავი ვარცხნილობა გაქვთ" - ინფანტინომ მის მსგავს მელოტ რეპორტიორს დასცინა
კვარაცხელიას ყოფილი თანაგუნდელი "ატალანტაში" გაანათხოვრეს
ხვიჩას მატჩის დღე! ნაცნობი და ახალი შემტევები - ბევრი ქართველით...