"ტრენჩინთან" შერცხვენილ "ტორპედოს" გიორგი ბერიძემაც გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
29 ივნისს ქუთაისის "ტორპედომ" ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი სტუმრად სლოვაკეთში, ადგილობრივ "ტრენჩინთან" გამართა და ანგარიშით 1:5 დამარცხდა.

არადა, სტადიონ "ნა სიჰოტიზე" ყველაფერი ქუთაისელებისთვის სასიკეთოდ დაიწყო - მე–10 წუთზე გრიგოლ დოლიძის მოწოდებული საჯარიმოს შემდეგ გიორგი გურულმა თავით ანგარიშით გახსნა.

სამწუხაროდ, კახა ჩხეტიანის გუნდმა უპირატესობის შენარჩუნება დიდხანს ვერ შეძლო - "ტრენჩინმა" შესვენებამდე ჯერ გაათანაბრა, შემდეგ კი ანგარიშში წინაც გავიდა. დუბლი ანტონიო მანცემ (36–ე და მე–40 წუთებზე) მიითვალა.

მეორე ტაიმში მასპინძლებმა კიდევ სამჯერ გაიტანეს როინ კვასხვაძის კარში. 75-ე წუთზე თავი ჰამზა
ჩატაკოვიჩმა გამოიჩია, 81-ზე - იაკუბ პაურმა, საბოლოო ანგარიში კი "ტრენჩინის" ქართველმა ლეგიონერმა გიორგი ბერიძემ 87-ე წუთზე დააფიქსირა, რომელმაც მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.

ამ გუნდების საპასუხო დაპირისპირება ქუთაისში 6 ივლისს გაიმართება.

ქუთაისის "ტორპედო": რ.კვასხვაძე (კაპ.), ხურცილავა, ჭიჭინაძე, გურული, ქიმაძე, მამასახლისი (46, ბაბუნაშვილი), გიგაური, კუხიანიძე (82, ხურციძე), ტუღუში (67, კვირკვია), დოლიძე, კაპანაძე.

 

მკითხველის კომენტარები / 28 /
ზაან მზად შეხვდნენ ქარტული გუნდები ევროპის თამაშებს,სცორი გადაცყეტილება იყო ფედერაციის
dato
29 ივნისი 2017 22:31
0
ბევრი მოკრიტიკე ქართული ფეხბურთისა საერთოდ არ უყურებს ფეხბურთს..ბევრთან მომსვლია კამათი ეგეთ ადამიანებთან..მოკლედ როგორი გულშემატკივრებიც ვართ ისეთია ფეხბურთიც.ზერელე დამოკიდებულება დაგვჩემდა უმრავლეს შემთხვევაში.
პაატა
29 ივნისი 2017 22:19
0
პირველ ტაიმში შეიძლებოდა 0-3 ყოფილიყო ტორპედოს სასარგებლოდ...
nika
29 ივნისი 2017 21:44
0
მეკარე არ ვარგა საერთოდ, არც არასოდეს ბრწყინავდა.
გამოსაცვლელია!
გიორგი
29 ივნისი 2017 21:36
0
ქართული ფეხბურთი :):):)
Zo
29 ივნისი 2017 21:32
0
საშინელება ხდება ქართული ფეხბურთის თავს...ამათ თუ ფეხბურთელები ჰქვიათ....ფეხბურთის თამაშის გარდა ნამუსიც დაკარგეს....შეშინებულები თამაშობენ...საქართველოს ნებისმიერ უბანში რომ გაიარო და სტადიონებზე მოთამაშე ბიჭებს შეხედო ბევრად უკეთეს გუნდებს შეკრავ...გულშემატკივრების მაინც შეგრცხვეთ....ბოდიში მაინც ვინმემ მოუხადეთ...ეს რა უბედურებაააა...
nugo1976
29 ივნისი 2017 21:31
0
ამას ჰქვია საბოლოო ლურსმანი ჩააჭედაო, ასე ქნა ბერიძემ და მგონი სწორედაც მოიქცა ,ეს გოლი უფრო სჭირდენოდა ტორპედოს და მის მენეჯმენტს ვიდრე ტრენჩინის კარში გატანილი სამი გოლი.

გული კი არაფერზე უნდა დაგვწყდეს,ცხოვრება გრძელდება,სამტრედიამაც წააგო გასულ წელს ტრენჩინზე 5 ჯერ ძლიერ გაბალასთაბ,მაგრამ შინ მოიგო 2-1, იქნებ ასე მაინც მოხდეს განმეორებით მატჩში?

ამას გარდა ბატონი ზაალი ხომ ამბობდა რომ საშუალოდ წლიურად 5 მილიონამდე ამივაო ჯამური ინვესტიციებიო, ჰოდა ველოდოთ გაისისათვის ამ ხუთი მილიონის დანახარჯის რეზულტატს, იქნებ გაისად მაინც ივარგოს ტორპედომ ევროპალიგაზე, რადგან მას წელს ჩემპიონობა მგონი არც ემუქრება ასეთი თამაშით.
QWERTY
29 ივნისი 2017 21:20
0
ეს არის ქართული "ვითომ ფეხბურთი" მიდით ძმაკაცობით ათამაშეთ უნიჭოები და შედეგს იმკით და მოიმკით მომავალშიც.......
555
29 ივნისი 2017 21:20
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული