ბათუმის "დინამო": ბიალისტოკში დანაკლისით

AutoSharing Option
6 ივლისს ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩები გაიმართება. მართალია, სამივე ქართულ კლუბს ცუდად აქვს საქმე, მაგრამ მაინც საინტერესო უნდა იყოს, როგორ ემზადებიან ჩვენი გუნდები ხვალინდელი მატჩებისთვის...

* * *
ბათუმის "დინამოს" ბიალისტოკში მძიმე განმეორებითი შეხვედრა ელის. კონსტანტინ ფროლოვის გუნდმა "იაგელონიასთან" ქუთაისში 0:1 წააგო და ფაქტია, საპასუხო შეხვედრაშიც ფავორიტად პოლონელები ითვლებიან.

- დინამო(ბთ)-იაგელონია 0:1 - მონდომებას კლასმა აჯობა [VIDEO]

ბათუმელთა პრესატაშე ამირან მამალაძის თქმით, გუნდი პოლონეთში დღეს გაემგზავრება:

"3 ივლისი
დან თბილისში ვიყავით. ვივარჯიშეთ ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე". ყველა მოთამაშე ჯანმრთელად და ნორმალურად არის", - ამბობს მამალაძე.

ფროლოვმა პოლონეთში ეს ფეხბურთელები წაიყვანა:

მეკარეები: რომან ტაკიძე, ანატოლი ტიმოფეევი;
მცველები: არჩილ ტვილდიანი, მირზა ფარტენაძე, ბექა მახარაძე, დავით კვირკველია, ნიკა მგელაძე, ვაჟა ქორიძე, ანზორ სუხიაშვილი;
ნახევარმცველები: ბექა ვარშანიძე, გიორგი ქავთარაძე, თემურ შონია, ვაკო თევდორაძე, გუჯა გრიგალაშვილი, გეგი კეკუა, თორნიკე თარხნიშვილი;
თავდამსხმელები: მიხეილ გორელიშვილი, იაროსლავ კვასოვი, ოთარ მარცვალაძე.

ფროლოვის 19-კაციან სიაში არ არიან ბრაზილიელი ჟოვინო ფლამარიონი და ბექა ჭკუასელი. ორივე ტრავმირებულია და პირველი თამაშიც გამოტოვეს. ასევე არ იქნება ნიკა კვანტალიანი, რომელიც საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაშია და პორტუგალიასთან ევროპის ჩემპიონატის სადებიუტო შეხვედრაში შეცვლაზე ითამაშა.

ბათუმელთა ფანკლუბმა ("შავი ზღვის მეკობრეები") ქუთაისში "იაგელონიას" ქომაგებთან მომხდარ ინციდენტზე განმარტება გააკეთა:

"რამდენიმე მიკროავტობუსით ქუთაისში სხვებზე ადრე ჩავედით. სტადიონთან "იაგელონიას" ფანები ჩვენკენ დაიძრნენ. ვინაიდან წინა დღეებში მიმოწერაში თანადგომა და მეგობრული ურთიერთობა გამოხატეს, მათგან ვითარების ასეთ დაძაბვას არ ველოდით. ჩვენი მხრიდან პროვოკაცია და შეურაცხყოფა არ ყოფილა, საჩხუბრად თავად წამოვიდნენ, რაზეც პასუხი მიიღეს და საბოლოოდ პოლიციის კორდონს ამოფარებულებს მოუწიათ სტადიონზე შესვლა და გამოსვლა.

აღსანიშნავია, რომ მოსვლისას სკანდირებდნენ "ანტი რასიას". როგორც ჩანს, პოლონელმა ულტრასებმა რუსების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება კარგად არ იციან. მას შემდეგ, რაც "ანტი რასიას" სკანდირება ჩვენც დავიწყეთ, დაიბნენ.

კიდევ ერთხელ მადლობა ადგილობრივ და სხვა ქალაქებიდან ჩამოსულ ყველა გულშემატკივარს და ფანკლუბს მხარდაჭერისთვის. როცა სტუმარი პატივს არ გცემს, მე-60 წუთის მერე ბანერჩამოხსნილს უწევს ქომაგობა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
დანაკლისი არა არ დაანგრიონ ქვეყანა არ ცხვენიატ ამ გუნდს რა უნდოდა უეფაზე აქ მიხედონ საქმეს საერტოდ არ გავარდნენ
santana
16:17 05-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული