საჩხერის "ჩიხურა": გუნდი ავსტრიაშია, ყველა კარგადაა

AutoSharing Option
6 ივლისს ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩები გაიმართება. მართალია, სამივე ქართულ კლუბს ცუდად აქვს საქმე, მაგრამ მაინც საინტერესო უნდა იყოს, როგორ ემზადებიან ჩვენი გუნდები ხვალინდელი მატჩებისთვის...

* * *
გასვლითი შეხვედრა ელის საჩხერის "ჩიხურას" - "ალტახს" "ქეშპოინტ არენაზე" ესტუმრება, რომელიც 8500 მაყურებელს იტევს. შეხვედრა თბილისის დროით 22:30 სთ-ზე დაიწყება.

ავსტრიულ "ალტახთან" თბილისური მატჩი სოსო ფრუიძის გუნდმაც 0:1 წააგო და ცხადია, მეორე ეტაპზე გასვლის მეტი შანსი მასპინძლებს აქვთ.

- ჩიხურა-ალტახი 0:1 - ძალიან შორს ევროპისგან [VIDEO]

"ჩიხურა" ავსტრიაში ამ შემადგენლობით გაემგზავრა:
დინო ჰამზიჩი, ზურა მწყერაშვილი, თორნიკე გრიგალაშვილი, გიორგი კორიფაძე, შოთა კაშია, ლევან კაკუბავა, ბაქარ მირცხულავა, ზაზა ჭელიძე, ლაშა ჩიკვაიძე, დენის დობროვოლსკი, პაპუნა ფონიავა, გიორგი განუგრავა, თორნიკე გორგიაშვილი, გიორგი ივანიშვილი, გიორგი გაბედავა, მიშა სარდალიშვილი, ბესიკ დეკანოიძე, დიმიტრი ტატანაშვილი, ნიკოლოზ გელაშვილი.

გუნდი ალტახის ახლოს, დაბა გოცში, სასტუმრო ", ჰოტელ ამ გარნ მარკტში" დაბინავდა და ამავე ქალაქის საფეხბურთო კლუბ "გოცის" სტადიონზე ვარჯიში ჩაატარა.

"ავსტრიაში ახლახან ჩამოვედით და დავბინავდით. ტრავმირებული არავინაა, ყველა კარგად არის და იმედია, პრობლემები არც მატჩამდე გვექნება", - გვითხრა საჩხერელთა კლუბის პრეზიდენტმა ნუგზარ დეკანოიძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეეეეჰჰჰ!!!!
პრობლემაა 1:0 რომ გაქვთ წაგებული.
haha
16:24 05-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული