კობიაშვილი: პრობლემა კლუბის მენეჯმენტშია, რომელიც არ აზროვნებს, არ ფიქრობს...

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი 20 ივლისს, გადაცემა "სპორტი იმედზე"-ს სტუმარი იყო და ქართული კლუბების მიერ ევროტურნირებზე ნაჩვენებ ცუდ შედეგებზე ისაუბრა.

"რა საკვირველია, ამ მცირე დროში რაიმე განსაკუთრებული შედეგის მოლოდინი არ მქონია. მე სულ ვამბობ, რომ განხორციელებული ცვლილებები შედეგს გარკვეული ხნის შემდეგ მოიტანს.

ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობაა კლუბებს განვითარებაში შეუწყოს ხელი. ერთ-ერთი კლუბის ხელმძღვანელი ფორმატზე საუბრობდა და რა ვქენით? კარგი იყო, ხელი ვახლეთ და გავაფუჭეთ? ყველა ცვლილებას თავისი პოზიტივი და არგუმენტი აქვს. კლუბმა 6 თვით ადრე რომ იცის, ევროტურნირებზე ითამაშებს,
ეს ხომ ცუდი არ არის? ტრანსფერებზეც მეტი დრო გაქვს ასე.

თუ ქართული კლუბები პირველ ეტაპს გადალახავდნენ, სატრანსფერო ფანჯარა ჩვენთან მერე იხსნებოდა, მაგრამ როცა შევხედეთ კლუბებს და ვნახეთ, რომ სახარბიელოდ ვერ გამოიყურებოდნენ, დრო გადმოვწიეთ და ტრანსფერებისთვის კიდევ სამი კვირა მივეცით. დრო მივეცით, რომ დაფიქრებულიყვნენ, მიმხდარიყვნენ, რომ გუნდში მთლად კარგად ვერ არის ყველაფერი და ახალი ფეხბურთელები მოეყვანათ. ვინმემ ეს დრო გამოიყენა? არა!

ადრე ასეთი წესი იყო: კლუბს მხოლოდ სამი ლეგიონერის ყოლის უფლება ჰქონდა. თუ სამზე მეტი ეყოლებოდა, მაშინ კლუბი ფედერაციას 15 000 ლარს უხდიდა. ჩვენ ეს გავაუქმეთ და კლუბებს ვუთხარით: გყადეთ შვიდი ლეგიონერი და ნურაფერს გადაგვიხდით, ჩვენ ეს თანხები არ გვჭირდება, კლუბს მოახმარეთ!

ევროტურნირებზე მყოფ ლიტვის კლუბს გუნდში 7-8 ლეგიონერი ჰყავდა. "ლუდოგორეცთან" გამოვარდნენ, მაგრამ ღირსეულად მაინც ითამაშეს. იმ გუნდში არგენტინელი და ბრაზილიელი ფეხბურთელები არიან. კი, ეროვნული ნაკრების წევრები არ არიან, მაგრამ ადგილობრივ კადრებზე უკეთესები არიან და ეს დონეს წევს. ასეა კვიპროსის, ლუქსემბურგის, მალტის კლუბების შემთხვევაშიც. წლების წინ გვიხაროდა, მათ კლუბებს რომ დავამარცხებდით და შემდეგ ეტაპზე გავიდოდით. დღეს ვერ დავამარცხებთ, იმიტომ რომ იქაური კლუბები ტენდენციებს მიყვებიან, ჩვენ კი ისევ იქ, უკან ვართ და ერთ ადგილას ვდგავართ.

პრობლემა კლუბის მენეჯმენტშია, რომელიც არ აზროვნებს, არ ფიქრობს სად უნდა წავიდეს - ერთ ადგილას დგას. ასეთია რეალობა, ცვლილებაა საჭირო! წრეზე დადიან ერთი და იგივე კოლექტივი, ფეხბურთელები... ფეხბურთში დღეს სხვა მოთხოვნებია და ჩვენი კლუბები ამას არ მიყვებიან.

კლუბს X თანხა ჰქონდა. ფეხბურთის განვითარების ფონდმა ამ X-ს კიდევ დაუმატა თანხა, რომ გაძლიერებულიყვნენ, მაგრამ გაძლიერდნენ? არა! მწვრთნელი გამოდის და პრესკონფერენციაზე იძახის, ცუდად ვიმგზავრეთ და ცუდად გაგვიმასპინძლდნენო. და რატომ უნდა გაგიმასპინძლდნენ ცუდად? ფულს იღებთ ამისთვის და მოაგვარეთ საკითხი ისე, რომ კლუბი კარგად ჩავიდეს", - თქვა კობიაშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 63 /
არანაირი ხელშექყობა ბავშვთა ფეხბურთს. ესენი ვერაფერს გამოასქორებენ.
222
22 ივლისი 2017 13:46
0
კარგი რა კობიაშვილო გეყო ზღაპრები, მშვენივრად იცი რატომაც აზროვნებენ კლუბების მენეჯმენტში ცუდად, ცუდად ქართული ფეხბურთისთვის თორემ თავისთვის ძალიან მშვენივრად აზროვნებენ, სანამ ქართული ფეხბურთი იქნება ბიუჯეტის ხარჯზე მანამდე ყველა კლუბის ყველა მენეჯერი იფიქრებს ცუდად, არ იაზროვნებს და იდგება ერთ ადგილას. ეს მშვენივრად იცი მაგრამ ამ სისტემის შეცვლა არ გინდათ, იმიტომ რომ სარგებელს ყველა ნახულობთ ამისგან ფედერაციიდან დაწყებული კლუბების მენეჯმენტით დამთავრებული. საჭიროა სისტემის შეცვლა, ყველა კლუბი უნდა იყოს კერძო, თორემ ამ სისტემის პირობებში მაგალითად ქობულეთის შუქურას მართველი ჩელებაძე იქნება თუ კალმახელიძე ამას არანაირი აზრი არ ექნება და არანაირ შედეგს მსგავსი ცვლილება არ მოიტანს
megre
22 ივლისი 2017 13:44
0
რომელ კლუბსაც თავის შენახვის თანხები არ ააქვს საერთოდ ნუ ათამაშებთ ჩემპიონატში ,ეგ მუქთახორები რა ჩვენი შესანახია ???... მაგ 311 მილიონით საფეხბურთო აკადემიები და მოედნები მოაწყოს ფედერაციამ და არა კლუბებმა .
დათო-სიმართლე
22 ივლისი 2017 13:38
0
შენ ხო ხარ მაგარი პროფესიონალი? ვინ ნიშნავს მერე სახლემწიფო კლუბების მმართველებს? ისევ მთავრობა არ ნიშნავს? გამოაცხადეთ ტენდერები მმართველობაში გადასაცემად ან კონკურსი გამოაცხადეთ რომ კონკურენცია იყოს. პარტიის დანიშნულს ფეხებზე კიდია მენეჯმენტი ფულს ჭამს და პარტიის ერთგულია მეტი არ აინტერესებს და რა შედეგი მოვა ესე?
gia
22 ივლისი 2017 13:31
0
ფედერაციამ და სპორტის სამინისტრომ ერთად აიღონ პასუხისმგებლობა, რომ ბიუჯეტის გადამხდელების ფული ესე უაზროდ არ გადაიყაროს.ანუ დაუშვებელია ; 1. მაგ ფულით კლუბებში ფეხბურთელების და საერთოდ პერსონალის ხელფასების გადახდა . 2. გუნდების მოგზაურობა და შეკრებები უცხოეთში. ეს უნდა ეხებოდეს ყველა კერძო თუ არა კერძო კლუბს რომელსაც არ აქვს გამართული სტადიონი თავისი მოედნით და ბაზა თავისი აკადემიით .ეს ყველაფერი მარტო თბილისის დინამოს აქვს და მის მეპატრონეს როგორც უნდა ისე მოახმაროს კლუბს ეგ ფული. დანარჩენებს ფედერაციამ მაგ ფულით მოსთხოვოს ამ ყველაფრის აშენება ,თანმიმდევრობით წლიდან წლამდე . ასე თუ არ გაკეთდა ისევ ჭაობში დავრჩებით .
დათო-რუსთავი
22 ივლისი 2017 13:29
0
ჩემი აზრით ერთადერთი გამოსავალი ქართველ ფეხბურთელებზე ლიმიტის დაწესებაა 23 წლამდე ვერსად ვერ წავლენ (გამონაკლისებთან ერთად) ჯერ აქ დაამტკიცონ რა შეუძლიათ და მერე თუ უნდა წავიდნენ უნგრეთის ან მაკედონიის მზე გუნდებში... ამით გუნდები ბირთვს შეინარჩუნებენ და ყოველ 6 თვეში ახალი გუნდის "შენებას" არ დაიწყებენ
effe
22 ივლისი 2017 13:21
0
GFF-s, melas tavis kudi mosamartlet mokavdao,kargi ra,nu akrit xalxs tvalebhi nacars.
. . . . .
22 ივლისი 2017 13:15
0
მართლია,კლუბებში ბევრი მუქთახორააააა
oto
22 ივლისი 2017 13:12
0
მთელი 25 წლის განმავლობაში ყველაფერი ფედერაციის ბრალი იყო ხოლმე და ახლა გახდნენ კლუბების მენეჯერები დამნაშავეები?
ჯონდო
22 ივლისი 2017 12:59
0
აბა რა კობიაშვილო! მიდი მიდი! გადააბრლე ყველაფერი შენს წინა მორბედებს!!! შენ თვითონ რას აკეთებ? ჩვენი ცხადაძე გააგდე და ვიღც გადამთიელი მოიყვანე, მერე? შედეგი რა არის კობიშვილო?! მოლდავასთნ ორი ფრე!!! მალადეც კობიაშვილო, პანთეონი არ აგცდება სიცოცხლის შემდეგ!!!!
goga
22 ივლისი 2017 12:57
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული