კობიაშვილი: პრობლემა კლუბის მენეჯმენტშია, რომელიც არ აზროვნებს, არ ფიქრობს...

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი 20 ივლისს, გადაცემა "სპორტი იმედზე"-ს სტუმარი იყო და ქართული კლუბების მიერ ევროტურნირებზე ნაჩვენებ ცუდ შედეგებზე ისაუბრა.

"რა საკვირველია, ამ მცირე დროში რაიმე განსაკუთრებული შედეგის მოლოდინი არ მქონია. მე სულ ვამბობ, რომ განხორციელებული ცვლილებები შედეგს გარკვეული ხნის შემდეგ მოიტანს.

ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობაა კლუბებს განვითარებაში შეუწყოს ხელი. ერთ-ერთი კლუბის ხელმძღვანელი ფორმატზე საუბრობდა და რა ვქენით? კარგი იყო, ხელი ვახლეთ და გავაფუჭეთ? ყველა ცვლილებას თავისი პოზიტივი და არგუმენტი აქვს. კლუბმა 6 თვით ადრე რომ იცის, ევროტურნირებზე ითამაშებს,
ეს ხომ ცუდი არ არის? ტრანსფერებზეც მეტი დრო გაქვს ასე.

თუ ქართული კლუბები პირველ ეტაპს გადალახავდნენ, სატრანსფერო ფანჯარა ჩვენთან მერე იხსნებოდა, მაგრამ როცა შევხედეთ კლუბებს და ვნახეთ, რომ სახარბიელოდ ვერ გამოიყურებოდნენ, დრო გადმოვწიეთ და ტრანსფერებისთვის კიდევ სამი კვირა მივეცით. დრო მივეცით, რომ დაფიქრებულიყვნენ, მიმხდარიყვნენ, რომ გუნდში მთლად კარგად ვერ არის ყველაფერი და ახალი ფეხბურთელები მოეყვანათ. ვინმემ ეს დრო გამოიყენა? არა!

ადრე ასეთი წესი იყო: კლუბს მხოლოდ სამი ლეგიონერის ყოლის უფლება ჰქონდა. თუ სამზე მეტი ეყოლებოდა, მაშინ კლუბი ფედერაციას 15 000 ლარს უხდიდა. ჩვენ ეს გავაუქმეთ და კლუბებს ვუთხარით: გყადეთ შვიდი ლეგიონერი და ნურაფერს გადაგვიხდით, ჩვენ ეს თანხები არ გვჭირდება, კლუბს მოახმარეთ!

ევროტურნირებზე მყოფ ლიტვის კლუბს გუნდში 7-8 ლეგიონერი ჰყავდა. "ლუდოგორეცთან" გამოვარდნენ, მაგრამ ღირსეულად მაინც ითამაშეს. იმ გუნდში არგენტინელი და ბრაზილიელი ფეხბურთელები არიან. კი, ეროვნული ნაკრების წევრები არ არიან, მაგრამ ადგილობრივ კადრებზე უკეთესები არიან და ეს დონეს წევს. ასეა კვიპროსის, ლუქსემბურგის, მალტის კლუბების შემთხვევაშიც. წლების წინ გვიხაროდა, მათ კლუბებს რომ დავამარცხებდით და შემდეგ ეტაპზე გავიდოდით. დღეს ვერ დავამარცხებთ, იმიტომ რომ იქაური კლუბები ტენდენციებს მიყვებიან, ჩვენ კი ისევ იქ, უკან ვართ და ერთ ადგილას ვდგავართ.

პრობლემა კლუბის მენეჯმენტშია, რომელიც არ აზროვნებს, არ ფიქრობს სად უნდა წავიდეს - ერთ ადგილას დგას. ასეთია რეალობა, ცვლილებაა საჭირო! წრეზე დადიან ერთი და იგივე კოლექტივი, ფეხბურთელები... ფეხბურთში დღეს სხვა მოთხოვნებია და ჩვენი კლუბები ამას არ მიყვებიან.

კლუბს X თანხა ჰქონდა. ფეხბურთის განვითარების ფონდმა ამ X-ს კიდევ დაუმატა თანხა, რომ გაძლიერებულიყვნენ, მაგრამ გაძლიერდნენ? არა! მწვრთნელი გამოდის და პრესკონფერენციაზე იძახის, ცუდად ვიმგზავრეთ და ცუდად გაგვიმასპინძლდნენო. და რატომ უნდა გაგიმასპინძლდნენ ცუდად? ფულს იღებთ ამისთვის და მოაგვარეთ საკითხი ისე, რომ კლუბი კარგად ჩავიდეს", - თქვა კობიაშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 63 /
ვინც ამ მარაზმს ხელმძღვანელობს ყველა დამნაშავეა ქართული ფეხბურთის დაკნინებაში
შოკირებული გულშემატკივარი
19:28 23-07-2017
0
რა უვარგისი ერიც ვართ ისეთივე ფეხბურთს ვთამაშობთ.. კობი ყოფილა დამნაშავე ყველაფერში!!
effe
13:03 23-07-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული