გელა სანაია პროლიცენზიას აიღებს

AutoSharing Option
გელა სანაია ამჟამად უმუშევარია, მაგრამ ახალი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული მწვრთნელი დროს უქმად არ კარგავს და საფეხბურთო განათლებას იღრმავებს. თბილისის “ლოკომოტივისა” და “სამტრედიას” ყოფილი თავკაცი დღეს უკვე კიევში იქნება, სადაც პროლიცენზიის კურსებს გაივლის.

“სამწვრთნელო საქმიანობას მხოლოდ დროულად ვარ ჩამოშორებული. პროლიცენზიის აღება მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი. როგორც იცით, საქართველოში ჯერ მისი მოპოვება ვერ ხერხდება და ამიტომაც კიევში პერიოდულად ვივლი. პირველი კურსი ექვსდღიანია. მომდევნო მეცადინეობებიც დაახლოებით ამ ხანგრძლივობისა იქნება. კურსები სანაკრებო პერიოდებისას ტარდება ხოლმე, რათა კლუბებში დასაქმებულ მწვრთნელებს ხელი არ შეეშალოთ.

კიევის გარდა, ერთხელ
დასავლეთ ევროპაშიც ჩავალ, გერმანიაში ან ჰოლანდიაში. სწავლების ღირებულებას, 8 ათას დოლარს და სხვა ხარჯებს მე ვფარავ”, - გვითხრა სანაიამ.

პროლიცენზიას საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში დღეს მომუშავე მწვრთნელთაგან მხოლოდ ერთი, გია გეგუჩაძე ფლობს. მის გარდა, ქართველთაგან ყველაზე პრესტიჟული ლიცენზია მიღებული აქვთ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიას, თურქული “ქაისერის” თავკაც შოთა არველაძეს, აზერბაიჯანულ “ინტერში” მომუშავე კახა ცხადაძესა და გიორგი ჩიხრაძეს, აგრეთვე დღეისთვის უმუშევარ ვლადიმერ ხაჩიძეს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ავტორს:
გიორგი დარასელია რატო გავიწყდებათ??
Mister X
23:27 21-03-2011
0
რატომ უნდა იყოს ვლადიმერ ხაჩიძე უმუშევარი?? მშვენიერი გამოცდილება აქვს, მით უმეტეს ჩვენი ჩემპიონატის პირობაზე
dima
21:57 21-03-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული