ორიოდე დღეში კახი კალაძემ და 50-დე ვეტერანმა ფეხბურთელმა ეროვნულ სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II დემეტრაძის გათავისუფლების თხოვნით მიმართეს.
საერთო პოზიცია ნაკრების კაპიტანმა, "მილანის" მცველმა მეგობრის დაკავება გაუგებრობის შედეგად მონათლა და დემეტრაძის გაშვების იმედი გამოთქვა.
ამას გარდა, კალაძემ განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში,
დემეტრაძეს უცხოეთშიც ბევრი ქომაგი გამოუჩნდა. საქართველოს პრეზიდენტს ანალოგიური თხოვნით მიმართეს უკრაინის ვიშალიგელი დონეცკის "მეტალურგის" ხელმძღვანელობამ და ლატვიის უმაღლესლიგელი "დაუგავას" მთავარმა მწვრთნელ თამაზ პერტიამ.
გუშინ უკრაინულმა ინტერნეტ-გამოცემა "სპორტარენამ" საფეხბურთო სამყაროში ცნობილი პიროვნების, გიორგის მენეჯერ დმიტრი სელიუკის განცხადება გაავრცელა.
"გიორგი ჩემთვის ღვიძლი შვილივითა. ღრმად ვარ დარწმუნებული, მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს რეალური საფუძველი არ გააჩნია. მიხეილ სააკაშვილს ვთხოვ, რომ ეს საქმე პირად კონტროლზე აიყვანოს.
ჩემის მხრიდან კი, გიორგის გასათავისუფლებლად ნებისმიერ თანხას გადავიხდი. დაე, საქართველოს საგამოძიებო სტრუქტურებმა თანხა დაადგინონ. მზად ვარ, საქართველოში საუკეთესო ადვოკატი დავიქირავო, რათა გიორგის საქმე მან წარმართოს. დემეტრაძე 18 წლის იყო, როდესაც მისი მენეჯერი გავხდი. მშვენივარდ ვიცნობ გიორგის ოჯახს, ვიცი, რომ იოლი ბავშვობა არ ჰქონია, დედის გარეშე იზრდებოდა. მის ადამიანურ თვისებებსაც კარგად ვიცნობ, რაც მაძლევს უფლებას, დარწმუნებით გამოვთქვა, რომ გიორგი უდანაშაულო იქნება.
ეს ამბავი მრავალ ფეხბურთელთან ერთად განვიხილე, მათ შორის, ჩემს ამჟამინდელ კლიენტ იაია ტურესთან. დემეტრაძის მხარდაჭერა ყველა მოთამაშემ ერთსულოვნად გამოხატა", - ამბობს სელიუკი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"