"შტურმის" ფანები თავის გუნდთან ერთად იმგზავრებენ. გრაცი-თბილისის ჩარტერული ავიარეისი განმეორებითი შეხვედრის წინა დღეს, 4 აგვისტოს შესრულდება. ფეხბურთელებისგან განსხვავებით, გულშემატკივრები თბილისში უბრალო, ორვარსკვლავიან სასტუმროში დაბინავდებიან.
ფრენა და თბილისში ორი ღამის გათენება "შტურმის" თითოეულ ქომაგს 399 ევრო დაუჯდება. ეს თანხა მან კლუბს უნდა გადაუხადოს. ამ ფასში მატჩზე დასასწრები ბილეთი არ შედის. "შტურმი" და მისი გულშემატკივრები შინ შეხვედრის მეორე
შეგახსენებთ, ევროპის ლიგის მესამე ეტაპზე "დინამო" პირველ მატჩს გრაცში, 29 ივლისს ჩაატარებს, "შტურმთან" განმეორებითი შეხვედრა კი თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე 5 აგვისტოს გაიმართება.