ელგუჯა ქომეთიანი: მეგობრებმა მიღალატეს

AutoSharing Option
"მომხდარით გაოგნებული და გულნატკენი ვარ. ონიანისა და ვართაგავასთვის მხოლოდ მწვრთნელი კი არა, უფროსი მეგობარი ვიყავი და მეგონა, "ბაიას" წარმატებებისთვის ერთად ვიბრძოდით, მათ კი მეც მიღალატეს და გუნდის გულშემატკივრებსაც.

რა კომენტარი უნდა გავაკეთო? ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ისინი ძალიან პატარა ჭკუის პატრონები ყოფილან. ასეთ საქციელს არაფერი ამართლებს, უსახსრობის გამო ნამუსზე ხელი არ უნდა აიღო", - გვითხრა "ბაიას" მთავარმა მწვრთნელმა ელგუჯა ქომეთიანმა.

მან არც ის გამორიცხა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვოს:

"ბუნებრივია, ამ ამბავმა ჩემს რეპუტაციასაც მოსცხო ჩირქი. როცა შენი ფეხბურთელი
ასეთ რამეს კადრულობს, კარგად უნდა დაფიქრდე, გაქვს თუ არა გუნდში დარჩენის მორალური უფლება. გადადგომაზე სერიოზულად ვფიქრობ, მაგრამ, მეორე მხრივ, გუნდის წინაშე იმის ვალდებულებაც მაქვს, რომ შუა გზაზე არ მივატოვო და სეზონი დავასრულებინო. საბოლოო გადაწყვეტილებას კლუბის ხელმძღვანელობასთან საუბრის შემდეგ მივიღებ."

რაც შეეხება ონიანისა და ვართაგავას მომავალს "ბაიაში", ქომეთიანი ამაზე ასეთ კომენტარს აკეთებს: "უპირველეს ყოვლისა, გადაწყვეტილება სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა მიიღონ, შემდეგ კი - კლუბის ხელმძღვანელობამ. პირადად მე ამ ფეხბურთელებთან მუშაობა შეუძლებლად და გამორიცხულად მიმაჩნია."
მკითხველის კომენტარები / 2 /
მგონი მხოლოდ ბოლო ორი თუ სამია სეივი... საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთის დაუფლება რა დროიდან გახდა სეივი, მითუმეტეს როდესაც მეტოქის ფეხბურთელი სიახლოვესაც არ ჩანს...
კახა
16:08 18-08-2018
0
ღირსეული ადამიანის ღირსეული გადაწყვეტილება.
guja kakhadze
13:12 03-05-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული