ოზურგეთის სტადიონი მერცხალსაც გააფრენსო

AutoSharing Option
ოზურგეთში სტადიონის რეკონსტრუქცია დაიწყო. ოზურგეთის "მერცხალის" დირექტორი და მთავარი მწვრთნელი ხარიტონ ჩხატარაშვილი გახარებულია - უფულობისა და უპატრობონის გამო დაჩაჩანაკებული კლუბი და, საერთოდ, რაიონის ფეხბურთი გამოცოცხლდა.

"როდესაც ოზურგეთის "მერცხალში" მივედით, კლუბის აღორძინების გეგმა შევიმუშავეთ ინფრასტრუქტურის განვითარება უმთავრესი პრიორიტეტი იყო, რადგან მოედნის გარეშე გუნდი ვერ ითამაშებს; საჭირო იყო მწვრთნელთა განათლება, რაც ნიჭიერი ბავშვების გამოვლენისა და გაზრდის წინაპირობაა. 3 - საფეხბურთო სკოლის ჩამოყალიბება, კლუბს და ნაკრებებს მომავალი თაობები რომ გავუზარდოთ; სარეზერვო გუნდის ჩამოყალიბება, რომელიც "მერცხალს" ფეხბურთელებით მოამარაგებს; სოფელში არსებული საფეხბურთო სკოლების ჩვენს დაქვემდებარებაში
გადმოყვანა და ამით რაიონის რესურსის უკეთ გამოყენება.

გეგმა ერთია, მაგრამ თანადგომის გარეშე მისი განხორციელება წარმოუდგენელი იყო. ფედერაციის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ზვიად სიჭინავამ სტადიონების რეკონსტრუქციას დიდი ყურადღება მიაქცია, რადგან ხეირიანი მოედნების დეფიციტი ქართული ფეხბურთის დეგრადაციის ერთ-ერთი მიზეზი გახდა. აღმოჩნდა, რომ ოზურგეთის სტადიონის რეკონსტრუქცია მის გეგმებშიც შედიოდა და სამუშაოების პირველი ეტაპი ფეხბურთის ფედერაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით დაიწყო.

აქვე გეტყვით, რომ ორმოც წელზე მეტია, ოზურგეთის სტადიონზე ასეთი მასშტაბური სამუშაოები არ ჩატარებულა. პირველი ეტაპი ხარისხიანი საფრის დაგება იყო. ძველი საფარი აიღეს, ახალი დააგეს და ერთ თვეში საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო მინდორი გვექნება. რეკონსტრუქციის შემდეგი ეტაპი ტრიბუნების მოდერნიზაცია და ახალი ინდივიდუალური სკამების დამონტაჟება იქნება - სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება მომავალი სეზონისთვის იგეგმება. საბოლოოდ გვსურს, რომ ოზურგეთში ევროპული დონის სტადიონი აშენდეს.

ცხადია, ეს ყველაფერი ფეხბურთის განვითარებისთვის გვინდა და "მერცხალსაც" წაადგება. ამის ლოგიკური გაგრძელება ძლიერი გუნდის ჩამოყალიბება იქნება. სამომავლოდ ჩვენ უნდა დავაკმაყოფილოთ უეფას ლიცენზირების მოთხოვნები, უმაღლესში თამაშის უფლება რომ მივიღოთ. ამის პრეტენზია კი ნამდვილად გვაქვს", - გვითხრა ჩხატარაშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ოზურგეთში საფეხბურთო ბუმი იწყება, იმედია შემდეგ წელს უმაგლესში გადავალთ :)
chiko
12:53 11-05-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული