"ყოჩაღ აბასოვს, "დინამო" ძალიან სუსტი შემადგენლობით დაამარცხა!" - გულშემატკივართა გამოხმაურება

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" დამარცხების (ორი მატჩის ჯამში 4:2) შემდეგ "ნეფთჩის" ოფიციალურ გვერდზე გულშემატკივრები საკმაოდ აქტიურობდნენ, თუმცა კომენტარების დიდ ნაწილს მომავალ მეტოქეზე ("ოლიმპიაკოსი") საუბარს უთმობდნენ. ისევე, როგორც ერთი კვირის წინ, აზერბაიჯანელები საკუთარი გუნდის თამაშს საბოლოო გამარჯვების შემდეგაც აკრიტიკებენ:

"დინამოს" მხოლოდ მარჯვენა ფლანგიდან ვუტევდით, "ნეფთჩის" თამაში მარცხნიდან საერთოდ არ მიმდინარეობდა!"

"ხარვეზები იყო, მაგრამ მთავარი გავაკეთეთ - "დინამო" დამარცხებულია!"

"ჩვენი ჩემპიონი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ერთიფეროვანი და დაბალი დონის ფეხბურთი ვნახეთ."

"ყოჩაღ აბასოვს, "დინამო" ძალიან სუსტი შემადგენლობით დაამ
არცხა! გუნდმა ტრანსფერები არ განახორციელა, ფლანგის მცველი და ფორვარდი არ გვყავს!"

"ნეფთჩი" ასეთი თამაშით შორს ვერ წავა!"

"როცა გოლი გავუშვით, შემდეგ მეტოქეს აშკარად ვაჯობეთ. ეს "ნეფთჩის" შესაძლებლობების 60% იყო."

"ოლიმპიაკოსი" თბილისის "დინამო" არ გეგონოთ, გააკეთეთ ტრანსფერები!"

altAzerisport: "თბილისელები მთლიანად მოიშალნენ და ამით აზერბაიჯანელებმა ისარგებლეს"

altცხადაძე: ორ მატჩში ოთხიდან სამი გოლი თითქოს თავად გავიტანეთ საკუთარ კარში

altთბილისის "დინამოს" ევროტურნირებზე წაგებებს დასასრული არ უჩანს [VIDEO]








მკითხველის კომენტარები / 9 /
ფრუიძემ მე სამგურალით გავაპობ შუაზეო.
Levani
15 ივლისი 2021 17:18
0
შენი დონის გუნდმა შეიძლება მოგიგოს, მაგრამ ცალი ხელით, ანუ ცალი ფრთით ვერ უნდა მოგიგოს. საერთოდ, ადრეც ვწერდი და ახლაც მინდა გავიმეორო, საქართველოში საკლუბო ფეხბურთი ძნელი გასავითარებელია, რადგან დაბალი ხელფასებია და ნებისმიერი ქვეყნის გუნდს შეუძლია ფეხბურთელი წაგვართვას, რაც კეთდება კიდეც.
ჟორა გაბრიჭიძე
15 ივლისი 2021 16:38
0
ეს თამაში მოაგებინა მსაჯმა. მეორე ტაიმის დასაწყისში არ გააძევა რომელსაც ყვითელი უკვე ჰქონდა. არ ჩათვალა 100 პროცენტიანი გოლი 81-ე წუთზე. არ დანიშნა 100 პენალტი ხელით თამაშისთვის 91ე წუთზე. სამაგიეროდ დაუფიქრებლად დანიშნა პენალტი ჩვენს კარში.
გიორგი
15 ივლისი 2021 15:30
15
სამწხაროდ ისეთი მოცემულობაა დღეს რომ დინამოს დამარცხებას დიდი აჟიოტაჟი არ უნდა მოყვეს აზერების მხრიდან, უბრალოდ დასკვნას ვერ გააკეთებ ელემენტალურს, ჩათვალე მოუგე გუნდს რომელსაც ისტორიის მეტი აღარაფერი გააჩნია.
მეგრელი
15 ივლისი 2021 15:19
0
დინამოს ნეფთში ვერ უნდა უგებდეს !!! ეს დიდი სირცხვილია!
შავლეგო
15 ივლისი 2021 15:09
2
პრინციპში მართლები არიან.
ძალიან დაბალი დონის გუნდია ნეფტჩი.
მარა დინამო უფრო სუსტია
იქით ოლიმპიაკოსი არ მოაკლებს ბაქოელებს სიამოვნებას და აქეთ მაქაბი დინამოს :D
gatuzo
15 ივლისი 2021 13:27
2
Qartveli fexburtelebis problema isaa rom tavze didi warmodgena aqvt da tavshi uvardebat erti patara ramec ki.
Zlatan straianovich
15 ივლისი 2021 13:16
0
ერთმა სუსტმა გუნდმა მოუგო კიდევ უფრო სუსტს, სულ ეგ არის, ოდესღაცგუნდი რომლის ევროპაშიც უფრთხოდნენ დღეს მასხრად ასაგდები გახდა-მადლობა ბნ ფიფიას ამისთვის
aleksandre
15 ივლისი 2021 13:03
1
აბასოვის დამსახურება არ ვიცი რაშია, უბრალოდ დინამოა იმდენად დაბალი დონის გუნდი, რომ ევროპის ნებისმიერი ქვეყნის გუნდს შეუძლია მისი დამარცხება. შარშანდელი ფარერული კატასტროფის მერე რომ იგივე გუნდით ვცდილობთ ლიგაზე გასვლას უკვე არასერიოზული მიდგომაა. ნეფთჩის მწვრთნელი რომ ცხადაძე ყოფილიყო დარწმუნებული ვარ გაცილებით უკეთესად ათამაშებდა გუნდს. ვინმემ შეიძლება ისიც თქვას თამაშით ვაჯობეთო, მაგრამ ეგეც აბსურდია, იდგნენ და ზოგავდნენ ენერგიას, როცა დასჭირდათ და შემოგვიტიეს უმარტივესად გაგვიტანეს რამდენიც უნდოდათ. ჩვენი დაცვა და მეკარე ხომ საერთოდ არაფერში წერია.
როინა
15 ივლისი 2021 12:04
1

სიახლეები პოპულარული