იმერლები შინაურ პეიზაჟში: მთები, ტყეები, თბილი დახვედრა

AutoSharing Option
"ზესტაფონმა" თბილისიდან მიუნხენამდე თითქმის ოთხსაათიანი ფრენისა და მიუნხენიდან ავტობუსით ორსაათიანი მგზავრობის შემდეგ დანიშნულების ადგილას, ტიროლის მხარის დაბა კირხდორფში ჩააღწია.

კომფორტულ სასტუმრო "ზაივალდში" დაბინავებისა და რამდენიმესაათიანი დასვენების შემდეგ გუნდი მახლობლად მდებარე კირხდორფის სპორტული კომპლექსის საფეხბურთო მინდვრისკენ გაეშურა, სადაც საქართველოს ჩემპიონებმა ალპური შეკრების პირველი ვარჯიში ჩაატარეს. მასპინძლები ქართველებს სასტუმროშიც და მოედანზეც გულთბილად შეეგებნენ.

"ზესტაფონის" ფეხბურთელთა უმრავლესობა ჯანმრთელადაა, თუმცა ნიკოლოზ გელაშვილი, ალექსი ბენაშვილი და ზაალ ელიავა ისევ ინდივიდუალური პროგრამით ემზადებიან. შეკრების მეორე დღიდან გუნდი ორჯერადი ვარჯიშების რეჟიმზე გადავიდა.

პირველ საკონტროლო შეხვედრას "ზესტაფონი" დღეს,
23 ივნისს დაბა ბიშოფსჰოფენში რუმინეთის ყველაზე ტიტულოვან კლუბთან, ბუქარესტის "სტიაუასთან" გამართავს. მატჩი საღამოს 10-ის ნახევარზე დაიწყება.

გადაწყდა, რომ გია გეგუჩაძის გუნდი ავსტრიაში ოთხ სპარინგმატჩს ითამაშებს. 27 ივნისს "ზესტაფონი" კარგად ნაცნობ ლვოვის "კარპატის" გაეჯიბრება, 30 ივნისს კი ძალებს შვეიცარიულ "ბაზელთან" მოსინჯავს. შეკრების მიწურულს, 5 ივლისს, იმერლები ბოლო საკონტროლო შეხვედრას გამართავენ, მეტოქის ვინაობა ზუსტდება.

როგორც ხედავთ, "ზესტაფონის" სამწვრთნელო შტაბი უპირატესობას კვლავაც ძლიერ მეტოქეებთან სპარინგს ანიჭებს, რაც უთუოდ გამართლებულია. წესით, ავსტრიულ მატჩებში გუნდის ავ-კარგი ნათლად უნდა გამოჩნდეს და ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპისთვის სათანადო დასკვნების გაკეთებაც უნდა მოესწროს. ზემოთ ჩამოთვლილი გუნდები აშკარად "დაჩიაზე" ძლიერები არიან და თუ "ზესტაფონმა" მათთან დადებით შედეგს მიაღწია, ფეხბურთელებს საკუთარი ძალების რწმენა ერთიორად გაუძლიერდებათ.

"ზესტაფონი" სატრანსფერო ბაზარზე ჯერჯერობით არ აქტიურობს და დაველოდოთ, სეზონის განახლებამდე შეუერთდებიან თუ არა ახალწვეულები ფეროელებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
დევიდ, "ასეთი თამაშით" რას ნიშნავს? ვინ ნახა თამაში? სეზონთაშორისი ამხანაგურები მოსაგებად კი არა, სასწავლებლად ეწყობა. აცალეთ, მუშაობენ.

ვინ თქვა, რომ მზე მარტო თბილისში ამოდის? სტეიტ, შენ გგონია, "ზესტაფონმა" თბილისის ჯინაზე უნდა მოიგოს ხოლმე?
გულგარე
12:55 24-06-2011
0
state
რასაც შენ ამბობ მაგას სეპარატიზმი ქვია.
მაინტერესებს თბილისის გინებაში ფულს გიხდიან თუ მოხალისე ხარ.
ramo
10:49 24-06-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული