აქეთ ნული, იქით რუმინ-ერთი

AutoSharing Option
სტიაუა-ზესტაფონი 1:0
სტიაუა: სტანჩა (81. კოისარუ), გალამაზი (59. ჟერალდო ალვეში), ნიკოლიტა (59. ბაჟენარუ), ბიცფალვი (81. ვადუვა), ბილაშკო (59. კოსტეა), ილიევი, მარტინოვიჩი (72. ბეჟანი), ლუპუ (88. ტოსკა), პოპა (72. მუზაკი), ლეანდრო ტატუ (65. ალბუ), რუსესკუ (81. ლაზარი).
ზესტაფონი: მამალაძე (83. მეშველიანი), მ. კობახიძე, გ. ონიანი, ხიდეშელი, გაგოშიძე (69. თ. ღონღაძე), დაუშვილი (46. გრიგალაშვილი), ძარია (46. გორგიაშვილი), ბაბუნაშვილი (46. აფციაური), ჭანკოტაძე (67. როსტომ გეწაძე), სარდალიშვილი (46. დვალი), ლომია (46. წინამძღვრიშვილი).
გოლი: 1:0 ლეანდრო ტატუ (41)

ავსტრიულ შეკრებაზე მყოფმა "ზესტაფონმა" პირველი საკონტროლო მატჩი პატარა
ქალაქ ბიშოფსჰოფენში რუმინეთის ყველაზე ტიტულოვან კლუბ "სტიაუასთან" ჩაატარა და მინიმალურად დამარცხდა. შეხვედრამ თავსხმა წვიმის თანხლებით ჩაიარა და დიდი ვერაფერი სანახაობა გამოდგა, თუმცა გასახსენებელი ეპიზოდები მაინც იყო.

როგორც ხედავთ, გია გეგუჩაძემ ძირითად შემადგენლობაში არაერთი ახალბედა გაამწესა, რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი კი თამაშში მეორე ტაიმიდან ჩართო. სწორედ ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი, რომ ბუქარესტელებმა გამარჯვების გოლი შესვენებამდე გაიტანეს. "სტიაუას" ბრაზილიელი ფორვარდი ლეანდრო ტატუ ფლანგურ გადაცემას გამოეხმაურა და ზურაბ მამალაძის კარი თავური დარტყმით დალაშქრა. აქვე გეტყვით, რომ "ზესტაფონის" ძირითადმა მეკარემ, როინ კვასხვაძემ მიკროტრავმის გამო ვერ ითამაშა.

მეორე ტაიმში "ზესტაფონი" უკეთ ამოქმედდა და თამაშიც გაათანაბრა. საქართველოს ჩემპიონებს იდეალურად არ უთამაშიათ, მაგრამ იმის კვალობაზე, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველ მატჩს ატარებდნენ, არცთუ ურიგოდ გამოიყურებოდნენ.

ფეროელებს მატჩის გადარჩენის რეალური შესაძლებლობაც ჰქონდათ, მაგრამ შოთა გრიგალაშვილმა ხეირიანად ვერ დაარტყა.

ასე დასრულდა პირველი ტესტმატჩი, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ "ზესტაფონს" ძლიერ ევროპულ კლუბებთან ბრძოლა შეუძლია. საკონტროლო შეხვედრის შედეგს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ "დაჩიასთან" საჩემპიონთალიგო დაპირისპირების წინ კარგი განწყობის შექმნა მაინც სასურველია და იმედია, მომდევნო სპარინგები ფეროელებისთვის უფრო შედეგიანი გამოდგება.

27 ივნისს "ზესტაფონი" დაბა კუნდლში ლვოვის "კარპატის" გაეჯიბრება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
შეცდომაა: გოლი თავური დარტყმით არ გასულა. ფეხით გაიტანა ტატუმ.
Burton
15:26 24-06-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული