გუნდში რამდენიმე ახალი ფეხბურთელი მივიდა, თუმცა დამრჩენების საკითხი ჯერ არ გადაწყვეტილა - ახალგაზრდების გარდა, გუნდში რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელიც ისინჯება, მათ შორის ლეგიონერიც - 30 წლის კამერუნელი მცველი ბოიომო ფრიდოლინი, რომელიც ბოლოს ცხინვალის "სპარტაკში" თამაშობდა. აფრიკელის "კოლხეთში" დარჩენის ამბავი ჯერ გასარკვევია.
ასევე არ გარკვეულა, დარჩება თუ არა "კოლხეთში" ზუგდიდის "ბაიადან" წასული 28 წლის ნახევარმცველი ლევან წურწუმია.
"კოლხეთში" გვითხრეს, რომ, ალბათ, უარს იტყვიან ქუთაისის "ტორპედოდან" წასულ დავით ბოლქვაძის დამატებაზე,
უკვე გაცნობეთ, რომ "კოლხეთი" დატოვეს ლექსო ინწკირველმა, ლევან მდივნიშვილმა, ლევან თედიაშვილმა, ლევან შავგულიძემ, სავარაუდოდ, გუნდს მეკარე მინდია ბობღიაშვილიც გამოაკლდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"