"ანორთოსისი" ნიკოლოზ ჯიშკარიანს განიხილავდა

AutoSharing Option
"გაგრა" ანთალიაში გადახალისებული შემადგენლობით მიემგზავრება. რა უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, ახლა გუნდის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მოთამაშე ახალგაზრდა ნიკოლოზ ჯიშკარიანია, რომელიც "გაგრაში" 2010 წლის იანვარში თბილისის "დინამოდან" გადავიდა და მას მერე ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი და გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.

ნიკა ჯერ მხოლოდ 21 წლისაა, მაგრამ საკმაოდ ბევრი მოასწრო - "გაგრასთან" ერთად გახდა საქართველოს თასის მფლობელი, ითამაშა ევროტურნირში და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებში.

ცნობილია, რომ ევროპის ლიგაში "გაგრას" ყოფილმა მეტოქემ, კვიპროსულმა "ანორთოსისმა"ახლახან მარცხენა მცველის პოზიციაზე საქართველოს ნაკრების წევრი დავით კვირკველია აიყვანა, მანამდე კი "გაგრას" მარცხენა
ნახევარმცველის კანდიდატურა განიხილებოდა: კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა ნიკას ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც ამ საკითხზეც იყო ლაპარაკი და ცნობილი გახდა, რომ მისი შეძენა კიდევ რამდენიმე კლუბს სურდა.

"ზაფხულში რამდენიმე ევროპული კლუბი მართლაც დაინტერესდა, მათ შორის "ანორთოსისიც". მაგრამ შემდეგ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა, მიზეზი კი არ ვიცი.

დაინტერესება ახლაც არის, მაგრამ წინასწარ ლაპარაკი არ მინდა. თუმცა ახლა წასვლაზე არ ვფიქრობ, "გაგრაში" ვთამაშობ და ჩემი მოვალეობაა, გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო", - ამბობს ჯიშკარიანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული