ბორის პაიჭაძის ძეგლი ფოთში სტადიონთან უნდა იდგეს

AutoSharing Option
ინფორმაცია და ფოტო, რომელსაც აქვე გთავაზობთ, ერთმა ჩვენმა კოლეგამ მოგვაწოდა, მაგრამ გვთხოვა, თუ დაინტერესდებით და გამოაქვეყნებთ, ჩემს ვინაობას ნუ გაამჟღავნებთო.

ინფორმაცია საყურადღებოდ ჩავთვალეთ და ავტორისთვის მიცემული პირობის დაცვით გამოგვაქვს სამსჯავროზე.

"ამ რამდენიმე დღის წინ ფოთში ვიყავი და გული მატკინა ნანხმა. ფოთელებს ვთხოვოთ, ბორის პაიჭაძის ძეგლი, რომელიც მიტოვებულივით გამოიყურება ქალაქის სკვერში, სტადიონთან გადაიტანონ და "ფაზისის" სტადიონს დიდი ქართველი ფეხბურთელის სახელი დაარქვან.

"ფეხბურთის კარუზო" იმსახურებს, რომ მისი სახელობის იყოს ფოთის სტადიონი, საიდანაც დაიწყო მისი ტრიუმფალური საფეხბურთო კარიერა (არავითარი უხერხულობა არ არის, რომ
ასევე მისი სახელობისაა საქართველოს მთავარი სარბიელი "დინამო", სადაც იგი განუმეორებელ სიხარულს ანიჭებდა ქართველ ქომაგს!).

როგორც ვიცით, ფოთში დიდი საქმე დაუწყიათ, ბრწყინვალე სტადიონს აკეთებენ და ალბათ ამ ნაბიჯითაც დიდ მადლს შემატებენ ქართული ფეხბურთის საქმეს!"

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
დიდი ხანია, რაც ფოთში ფოთელებს არაფერს ეკითხებიან.
emzari
14:53 24-01-2012
0

სიახლეები პოპულარული