ფოთის "კოლხეთი" შეკრებას თბილისში აპირებს

AutoSharing Option
ფოთის "კოლხეთის" სამწვრთნელო შტაბში მატებაა - მთავარ მწვრთნელ დავით მახარაძეს კიდევ ორი სპეციალისტი დაეხმარება, ზვიად ნოდია და მეკარეების მწვრთნელი ზვიად გვასალია.

აქამდე ისინი ფოთის საფეხბურთო სკოლაში მუშაობდნენ.

"კოლხეთს" ამ მოსამზადებელ პერიოდში შეკრებაზე გადასვლაც აქვს განზრახული. ფაზისელები ჯერ ურეკზე დაფიქრდნენ, თუმცა იქ ისეთი მოედნების დეფიციტია, რომლებზეც ზამთრის ნალექიან ამინდშიც შეიძლება ვარჯიში და თამაში.

სავარაუდოდ, "კოლხეთი" დედაქალაქში გაივლის შეკრებას. ეს ყველაფერი მალე გაირკვევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული